FM97.5 / LIVE

ლია მუხაშავრია: "მთავარია, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეჩერდეს"

მთავარისამართალი 24.05.2013
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში, ამნისტია, პოლიტპატიმრების სტატუსი - ამ და სხვა საკითხებზე "სამხრეთის კარიბჭე“ უფლებადამცველი ორგანიზაციის "ადამიანის უფლებების პრიორიტეტის“ დირექტორს ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ლია მუხაშავრია: "მთავარია, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეჩერდეს"
– რა წინსვლაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ახალი ხელისუფლების პირობებში?

ჩემი აზრით, ახალ ომბუცმენად უჩა ნანუაშვილის დანიშვნა, რომელიც ძალიან გამოცდილი უფლებადამცველია. მისი წვლილი ამ საქმეში ძალიან დიდია, რადგან თუ შევადარებთ მის მოხსენებას, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოამზადა, თუნდაც მის მოცულობას – 770 ფურცელი, ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. რამდენი ფაქტი და არგუმენტია მოყვანილი მასში, ეს ცალკე თემაა. ომბუცმენის კვალიფიციური და პროფესიონალური მუშაობა ძალიან სერიოზულად იმოქმედებს, რასაკვირველია პოზიტიურად, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.

ამ კუთხით მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მაგრამ რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გრძნობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ირიბად კიდევ აკონტროლებს, ამიტომ ჩვენი სასამართლო ვერ გახდა დამოუკიდებელი და ვერ იქცა ადგილად, სადაც შეიძლება შელახული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა. ამიტომ, იძულებული ვართ, საქმეები სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივროთ. თუმცა არის იმედი, რომ ომბუცმენისა და სხვა კოლეგების, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ შეგროვილი ფაქტები სიტუაციის პოზიტიურად შეცვლას შეუწყობს ხელს.

– ადგილი აქვს თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევას ახალი ხელისუფლების პირობებში?

კი, რასაკვირველია. იყო ასეთი შემთხვევები, ფაქტებიც დაფიქსირდა. მათი ობიექტურად გაშუქება მოხდა. მათ შორის, ციხის სისტემაშიც. ამიტომ, ბრძოლა სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის არ წყდება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი მუდმივად იბრძვიან, მაგრამ ადამიანის უფლებები მაინც ირღვევა. აზრი ისაა, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ უნდა შეწყდეს და მეტ შედეგს უნდა მივაღწიოთ და არა პირიქით, რომ სიტუაცია გაუარესდეს.

– ყველა პოლიტპატიმარმა მიიღო ეს სტატუსი თუ მათი ნაწილი სიის გარეთ დარჩა?

სამწუხაროდ, პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული პოლიტპატიმართა სია არ იყო ყოვლისმომცველი და ამომწურავი. ბევრი, ვის საქმესაც პოლიტპატიმრის სტატუსი ესადაგებოდა, ამ დადგენილების მიღებამდე გაათავისუფლეს და ამიტომაც ისინი სიაში არ მოხვდნენ. თუმცა ისინი მიიჩნეოდნენ და რჩებიან პოლიტპატიმრებად.

– ეს რამდენად სამართლიანია?

არ მგონია, რომ ამნისტიის შესახებ კანონისა და პოლიტპატიმართა შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ვინმე დარჩა და მათმა ხმამ საზოგადოებამდე ან უფლებადამცველებამდე ვერ მიაღწია. ვფიქრობ, რომ ბევრი გათავისუფლება განხორციელდა, მათ შორის პოლიტპატიმრებისაც, თუმცა ისინი შეიძლება ამ სიაში არ მოხვდნენ და სტატუსი ვერ მიიღეს.

– თქვენი აზრით, ვაჰაგნ ჩახალიანი პოლიტპატიმარი იყო?

სამწუხაროდ, მისი საქმის მასალებს არ ვიცნობ, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა და მასთან დაკავშირებით საქმის კვალიფიცირება მოვახდინო, მაგრამ პრეზიდენტისა და ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის გაკეთებული განცხადებები, მისი ძალიან უარყოფითი შეფასება, საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ისიც პოლიტპატიმარია. ახლაც იგი ერთგვარი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

– რამდენად გამართლებულია ამნისტია ქვეყანაში კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით?

მთავრობას ყველა არ გაუთავისუფლებია. 24,000–დან მხოლოდ ნახევარი გამოუშვეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები ციხეში არა დანაშაულის ჩადენის გამო, არამედ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების გამო მოხვდნენ, რაც გულისხმობდა ყველას ციხეში ჩასმას. ამიტომ, საყოველთაო ამნისტიაც კი საზოგადოებისთვის არც ისე საშინელი და სარისკოა.

რასაკვირველია, ისეთი ხალხიც გაათავისუფლეს, ვინც მომავალშიც შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოშვებულთა უმრავლესობა დამნაშავეები არ იყვნენ და ვადამდე ადრე გათავისუფლებას იმსახურებდნენ.

– რა მდგომარეობაა ციხეებში ამ ეტაპზე?

ციხეებში მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა. ეს მოხდა რაოდენობის ორჯერ შემცირების ხარჯზე.

ციხეებში დღეს დარჩენილი ხალხის პირობებში ადმინისტრაციას შეუძლია სიტუაციის სრულად გაკონტროლება, ამ ხალხისადმი ადამიანური მიდგომის გამოჩენა. მათ ყველა სერვისის, ჯანმრთელობის დაცვისა და ზოგიერთი სხვა მომსახურების მიღების უფლება აქვთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია მართლაც გაუმჯობესდა. თუმცა გამორიცხული არ არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევა ან ფაქტი. ყველა ეს ფაქტი გახმაურდება.

– ატარებენ თუ არა მონიტორინგს უფლებადამცველები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

არსებული მონიტორინგის გარდა ალტერნატივა ჯერ არ არის, არ შექმნილა. ის მექანიზმები, რაც იყო, საკმარისი არ არის, ამაში ყველანი დავრწმუნდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.

– როგორ უნდა მივაღწიოთ, რომ იგივე არ განმეორდეს ციხეებში, რაც წინა მთავრობის დროს ხდებოდა?

ეს ძალიან კომპლექსური ღონისძიებაა, შეიძლება ითქვას, კანონების კომპლექსური პაკეტები, რომელთა მიღებაც საჭიროა. არა მხოლოდ კანონები და სხვადასხვა ღონისძიებები, მე გავაკეთებდი განათლების სისტემაში კომპონენტს, რათა ჩვენს ახალგაზრდობას ცოდნოდა, რა გადაიტანა ჩვენმა თაობამ, რა საშინელება ტრიალებდა ჩვენ თავს, რათა იცოდნენ, რომ მუდმივად არის ძალისხმევის გაწევა საჭირო, ეს რომ არ განმეორდეს.

– შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ მომავალში?

პირველ რიგში, ამას პოლიტიკური ნება არ ახლავს, რათა ისევ მოხდეს. მეორეც, რასაკვირველია, შეიძლება დაშვება, რომ ზოგიერთი სადო–მაზოხისტური ტიპის ფსიქოპათი გაჩნდეს სისტემაში, მიიღონ სამსახურში. ისინი ჩაიდენენ წამების ცალკეულ აქტებს, მაგრამ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა გამოიძიონ, ყოველი დამრღვევი სასამართლოს უნდა გადაეცეს. არ მგონია, რომ ეს სისტემად და პოლიტიკის ნაწილად შეიძლება იქცეს, თუ პოლიტიკური ნება და უმაღლესი ხელისუფლების თანხმობა არ არის. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ასეთ ნაბიჯზე თანხმობა განაცხადოს.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა
რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი
სერგეი მინასიანი: 'ხელისუფლება ჯავახეთში ძველ მეთოდებს იყენებს'
„თუ მედია საზოგადოებას შიშების გადალახვაში არ დაეხმარება, ცუდ შედეგს მივიღებთ“
ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს
გიორგი კვირიკაშვილი:  შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია