FM97.5 / LIVE

საქართველოს ეკონომიკური მომავალი

მთავარიეკონომიკა 01.12.2012
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არჩევნების შემდგომ, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესაძლებლობები – ამ და სხვა საკითხებზე “სამხრეთის კარიბჭე” ექსპერტს ვლადიმერ პაპავას ესაუბრა

საქართველოს ეკონომიკური მომავალი
- “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები, რომელთა შესრულებასაც მოსახლეობა ელოდება – ტარიფების შემცირება, პენსიების გაზრდა, რამდენად რეალურია დღევანდელ დღეს?

- რაც შეეხება პენსიებს, ვფიქრობ, ეს რეალურია. საქართველოში საარსებო მინიმუმი ფორმალურად თვეში 150 ლარს უტოლდება. 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს ბიუჯეტი გავა პენსიის ამ ოდენობაზე, საპენსიო პაკეტზე, როგორც სააკაშვილი ამბობდა, რომელშიც პენსიის გარდა ჩართული იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა, ვაუჩერები, ანუ ეს იქნება ჯამში 150 ლარის ოდენობის პენსია.

მაგრამ ეს მიიღწევა 2013 წლის განმავლობაში, რამდენადაც მე ვიცი და როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, ორ ნაბიჯად შესრულდება. ანუ, ერთი ზრდა დაფიქსირდება დაახლოებით 2013 წლის დასაწყისში, მეორე დაახლოებით იმავე წლის შუა პერიოდში და ასე მიაღწევს 150 ლარს.

2013 წლის განმავლობაში მოხდება საარსებო მინიმუმის ხელახალი გადათვლა. და 2014 წელს მოხდება პენსიის მორიგი ზრდა უკვე ახალი საარსებო მინიმუმის დონეზე. ყოველ შემთხვევაში, ამის რესურსი საქართველოს ეკონომიკაში არის, ეს ხედვა მთავრობას აქვს, როგორც პოლიტიკური ნება. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ.

რაც შეეხება კომუნალური გადასახადების შემცირებას, აქ სხვა სიტუაციაა. პრობლემა ისაა, რომ ტარიფებს დამოუკიდებელი კომისიები ადგენენ. ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფებს ის კომისიები წყვეტენ, სადაც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხალხია. ეს კვლავ ორხელისუფლებიანობის კომპონენტია. არ ვფიქრობ, რომ ეს სტრუქტურები მოისურვებენ, რომ ივანიშვილმა წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულოს და ტარიფები შეამციროს.

- რა ტენდენციებია ეკონომიკის განვითარებაში ახალი მთავრობის პირობებში?

არის გარკვეული არსებითი ამოცანები, რომლებიც ახალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირში ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბრიუსელმა თბილისს შესთავაზა საქართველოსთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ნიშნავს ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას. საქონელი თავისუფლად გადაკვეთს საზღვრებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის ეკონომიკის ნაწილი გახდება. ეს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს ეკონომიკისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა ქართულს 2000-ჯერ აჭარბებს. ანუ საქართველოს მიეცემა დიდი შესაძლებლობები და ამასთან ერთად, გარკვეული უპირატესობაც მიენიჭება. შედარებითი უპირატესობა ევროკავშირის ბაზრებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებაში ბიზნესმენებს ხელი შეუწყოს. ეს ახალი საწარმოების შექმნას ეხება.

სააკაშვილის მთავრობამ შეამცირა საგადასახადო ტვირთი და დღეს საქართველოში გადასახადები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.

მეორე საკითხია, რომ საქართველოში ახალი ბიზნესის რეგისტრაცია და დაწყება გაცილებით იოლია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. და უპირატესობის მესამე პუნქტი იაფ სამუშაო ძალას ეხება. ეს მთელ საქართველოს შედარებით უპირატესობას ანიჭებს. საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეთავაზებით შეიძლება შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი საწარმოები, რომელთა პროდუქციაც ევროკავშირის ბაზრებზე თავისუფლად გაიყიდება.

- რას იტყვით ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ?

კერძოდ, მათ მოითხოვეს საქართველოს მხრიდან კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, ანუ ევროპული ანტიმონოპოლიური სამსახურების შექმნა.

მეორე მოთხოვნაა, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს მომხმარებელთა უფლებები, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ მათი სისტემის მიხედვით და მესამე, ესაა შრომითი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.

ის, რასაც ბრიუსელი ჩვენგან ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია. ევროკავშირის მომენტიც რომ არ იყოს, ანტიმონოპოლიური სამსახურები საქართველოს კონკურენციის შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის მაინც სჭირდება.

მომხმარებელთა უფლებებისა და სასურსათო უსაფრთხოების დაცვაც ქვეყნისთვის აუცილებელია. და რასაკვირველია, საქართველოს სჭირდება შრომითი კანონმდებლობა, სადაც დაცული იქნება არა მხოლოდ დამქირავებლის, არამედ დაქირავებული თანამშრომლების უფლებებიც.

- გააკეთებს თუ არა ამას ახალი მთავრობა?

რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სექტემბერში უკვე ცნობილი იყო, რეალურად დაახლოებით 4 წელიწადი გავიდა და სააკაშვილის მთავრობამ ამ მიმართულებით არაფერი გააკეთა. თუმცა 2012 წლის დასაწყისში ბრიუსელსა და თბილისს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ რეალურად რაიმე ნაბიჯი, რომელიც წარმოაჩენდა, რომ საქართველო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღებას უახლოეს მომავალში მოახერხებს, არ გადადგმულა.

ეს ახალი მთავრობისთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაგვპირდნენ კიდეც, რომ ამ მიმართულებით ყურადღებას გაამახვილებენ. ავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღების პროცესი უნდა დაჩქარდეს. პრინციპში, ამან საქართველოს მთელი ეკონომიკა პრინციპულად შეიძლება შეცვალოს.

- რა ცვლილებები იქნება ქვეყნის ეკონომიკის შიგნით?

ყველაზე მთავარი ისაა, რა დაპირებაც ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გააკეთა. ეს დარგი ქვეყანაში ყველაზე მიტოვებული და კრიზისულ მდგომარეობაშია.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფელში ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის წილი კი მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8%-ია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი წლიური ეკონომიკური შედეგის მეათედზე ნაკლებს ქმნის. ეს მეტყველებს, რომ დარგი კრიზისშია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კლიმატურ პირობებს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
ივანიშვილმა ხალხს დაპირება მისცა და ახლა უნდა განახორციელონ მილიარდიანი ფონდის შექმნა, ანუ წლიურად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთი მილიარდი ლარის გამოყოფა უნდა მოხდეს. მთავარობა გვპირდება, რომ ასეთი არასაბიუჯეტო ფონდი შეიქმნება და უკვე 2013 წლიდან ეს ფონდი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

- რა ბედი შეიძლება ეწიოს სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პროექტებს? ხომ არ შეჩერდება?

დარწმუნებული შემიძლია ვიყო, რომ პროექტები, რომლებიც დაწყებულია, აუცილებლად ბოლომდე მივა.

ივანიშვილის მთავრობამ განაცხადა, რომ სულელურ პროექტებში, რომელთაც ეკონომიკური დასაბუთება ან გამართლება არ გააჩნია (როგორიცაა, მაგალითად, ქალაქ ლაზიკას მშენებლობა), ფულს არავინ გადაყრის. რაც შეეხება ყველა მსხვილ და საშუალო პროექტს, რომლებიც უკვე დაწყებულია, ისინი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

- მაშინ რატომ შეჩერდა ამ ეტაპზე?

იმაზე, რაც შეჩერებულია, ორი კომპონენტიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით ორხელისუფლებიანობაა შექმნილი. აქ არის საბოტაჟის ელემენტი. ანუ ორხელისუფლებიანობა ნიშნავს, როცა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები მთავრობას არ ემორჩილება და ეს პრეზიდენტ სააკაშვილის სტიმულირებულია. არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის და პრაღაში, კონფერენციაზე გამოსვლისასაც თქვა, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა.

ორხელისუფლებიანობას კარგი არასდროს არაფერი მოაქვს. ამიტომ ახლა თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილზე არიან დამოკიდებულნი, ეცდებიან აჩვენონ, რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა წარმატებული. ამის საჩვენებლად საჭიროა რაღაც პროექტების შეჩერება, გაფიცვების სტიმულირება, პრობლემების შექმნა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
"ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს "[R]
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]
საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში
ეკონომიკური მიმართვის პოლიტიკური დატვირთვა