FM97.5 / LIVE

მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრია

მთავარიპოლიტიკა 30.07.2013
რამდენად იცნობენ და ჩართული არიან მოქალაქეები ადგილობრივ თვითმართველობის საქმიანობაში -„ახალგაზრდულმა საკრებულომ“ თვითმმართველობას კვლევის შედეგები გააცნო.

მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრია
"დემოკრატ მესხთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ახალგაზრდული საკრებულოს“ ახლგაზრდები კვლევას 10 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში ატარებდნენ.

მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრიარამდენად ხშირად გიწევთ შეხვედრა ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან; ვინ არის პირველ რიგში პასუხისმგებელი სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებაში; რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობით; კმაყოფილი ხართ თუ არა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტებით; - ამ და მსგავსი შინაარსის საკითხებზე ახალგაზრდებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 18 სოფელსა და ორ ქალაქში: ახალციხესა და ვალეში 1913 რესპონდენტი გამოკითხეს. ამათგან, 42% ქალი, 52% მამაკაცი.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 10% ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს თვეში ერთხელ ხვდება. 33,3% - წელიწადში რამდენჯერმე, 56,7% კი საერთოდ არ შეხვედრია.

მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრიაგამოკითხულთა 30,15 ფიქრობს, რომ სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებაში პასუხისმგებელი პირველ რიგში სოფლის რწმუნებულია; 17,4% - პასუხისმგებლობას გამგებელს აკისრებს; 16,4% - თავად სოფლის მცხოვრებლებს; 14,8%- საკრებულოს თავმჯდომარეს; 12,3% -ადგილობრივი საკრებულოს წევრებს; 5,4% -ცენტრალურ ხელისუფლებას და მხოლოდ 2,4% - ფიქრობს, რომ სოფლის პრობლემების მოგვარება პირევლ რიგში გუბერნატორის პასუხისმგებლობაა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგებით კმაყოფილია და ეს დაეხმარება მოქალაქეებთან თანამშრომლობაში: „დავგეგმავთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ურთიერთობები ჩვენს მოსახლეობასთან“.

აღნიშნული კვლევა „საქართველოს ასოციაციის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული საკრებულოს“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ ახორციელებს.

„ჩვენი მთავრი მიზანი იყო გაგვერკვია თუ რამდენად არიან მოქალაქეები ჩართულები ადგილობრივ თვითმართველობის საქმიანობებში“,-ამბობს დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

პროექტი წლის ბოლომდე გრძელდება. ახალგაზრდა საკრებულოს წევრები სოფლებში მუშაობას აგრძელებენ.ბოლოს შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნობენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

19,1%-მა არ იცის რა მომსახურებას ეწევა ადგილობრივი ხელისუფლება
მოსახლეობის ნახევარი 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის' პრიორიტეტების შერჩევაში არ მონაწილეობდა
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს
'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა
ახალციხეში ახალგაზრდებმა ქვეითად გადასასვლელი მოხატეს
მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები
ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს