FM97.5 / LIVE

მოსახლეობის ნახევარი 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის' პრიორიტეტების შერჩევაში არ მონაწილეობდა

მთავარიეკონომიკა 23.11.2013
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” კვლევა; ჩაერთო თუ არა მოსახლეობა პრიორიტეტების გამოვლენაში; კმაყოფილია თუ არა სოფლები განხორციელებული პროექტებით და დასრულდა თუ არა დაწყებული სამუშაოები;

მოსახლეობის ნახევარი 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის' პრიორიტეტების შერჩევაში არ მონაწილეობდა
22 ნოემბერს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ერთ-ერთი პროექტის „ახალგაზრდული საკრებულოს“ ფარგლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ერთი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდების მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 21 სოფელსა და ქალაქ ვალეში გამოკითხული მოსახლეობის 50% ამბობს, რომ პრიორიტეტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო, იგივე რაოდენობა კი აცხადებს, რომ სოფლის საჭიროების გამოვლენაში ჩართული არ იყო.

კითხვაზე, მიიჩნევენ თუ არა, რომ მათი სოფლისთვის შერჩეული პრიორიტეტი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, უმრავლესობა პასუხობს, რომ კი. გამოკითხულთაგან 16 % მიიჩნევს, რომ მათი სოფლისთვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება უკეთესი იქნებოდა.

22 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ ტატანისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შერჩეული პროექტი მათი სოფლისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ ყოფილა. ტატანისში, წელს წისქვილი უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ჯერ მისი მშენებლობა არ დასრულებულა, რადგან გათვალისწინებული თანხა სამკარისი არ აღმოჩნდა.

თუმცა, კვლევის თანახმად, მხოლოდ ტატანისი არ აღმოჩნდა ერთადერთი სოფელი, სადაც გამოკითხული მოსახლეობის განცხადებით, დაწყებული პროექტების მშენებლობა არ დასრულებულა. 51% ამბობს, რომ მათ სოფლებში პროექტების განხორციელება ჯერ არ დამთავრებულა. მაგალთად ვალეში 62% ამბობს რომ პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები ჯერ ისევ გრძელდება, იგივეს აცხადებს ურაველში 70%, ანდაში 80%, მუსხში 63%, კლდეში 73%, ჭვინთაში 83%, ტატანისში 100%, მინაძეში 81%, ჭაჭარაქში 52%, პატარა პამაჯში 55%. გამოკითხულთა 43% შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია, 57% კი უკმაყოფილო.

„ახალგაზრდულმა საკრებულომ“ მსგავსი კვლევა გასულ წელსაც ჩაატარა. როგორც აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, მეორე კურსის სტუდენტი ნანა მიქელაძე ამბობს, შარშან მოსახლეობის უმრავლესობას მსგავსი პროგრამის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა: „წელს ხალხმა ის მაინც იცის, რომ არსებობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიხედვითაც პროიროტეტი თავად უნდა გამოავლინოს“.

მოსახლეობის ნახევარი 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის' პრიორიტეტების შერჩევაში არ მონაწილეობდაგასული წლის კვლევას ადარებს წლევანდელს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გია ანდღულაძეც და ამბობს, რომ მიუხედავად პროექტის შესახებ მოსახლეობაში გავრცელებული მეტი ინფორმაციისა, ხალხის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მათ მონიტორინგში ჩართვის უფლებაც აქვთ: „თუ ხალხი თავად არ ჩაერთო ამ პროცესებში, სოფელი ხელახლა რომ აუშენო, მაინც უკმაყოფილო იქნება“.

მისივე თქმით, გასულ წელს ამ დროს პროექტები უკვე დასრულებული იყო, წელს კი ეს ჯერ ვერ მოხერხდა: „მიზეზი ალბათ ისაა, რომ მათი განხორციელება შედარებით გვიანაც დაიწყო“.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლები კვლევის შედეგებს ადგილობრივ თვითმმართველობას გააცნობენ.

„დღეს იყვნენ მოწვეული საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები, მაგრამ არ მობრძანდნენ“, - ამბობს ანდღულაძე და ამატებს, რომ წლევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარელ მომავალ წელს სავარაუდოდ მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრია
მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები
რიტუალების სახლი – უცვლელი პრიორიტეტი ადიგენში
ასპინძაში 'სოფლის პროგრამით' გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს
რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა