FM97.5 / LIVE

მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები

მთავარისაზოგადოება 25.12.2015
დღეს, 25 დეკემებრს, პროექტში ‘ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში’ ჩართულმა ახალგაზრდებმა მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები

დასაქმება; განათლების ხარისხის ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში; ჯანდაცვა; სოფლის ამბულატორიების არასაკმარისი რაოდენობა; ეზოებისა და სადარბაზოების მოუწესრიგებლობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოსახლეობის სურვილი, შეხვდნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს – ეს ის შვიდი საკითხია, რაც გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობისთვის მთავარი პრიორიტეტია.

გამოკითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ბაზაზე არსებულმა ახალგაზრდების ჯგუფმა, პროექტის, ‘ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში’ ფარგლებში ჩაატარა.

ქალაქ ახალციხესა და ახალციხის სოფლებში ახალგაზრდებმა ჯამში 1000 მოქალაქე გამოკითხეს.

„შედეგები არ არის მოულოდნელი. ვგეგმავთ, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით მერიაში რეკომენდაციები შევიტანოთ“, – ამბობს პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ადგილობრივი კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა თამარაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემები მერიისთვის ნაცნობია და მერია ინტენსიურად ცდილობს მათ მოგვარებას.

პროექტი "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" საქართველოს გაეროს ასოციაციის დაფინანსებით ხორციელდება.

მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

UDM-ის ანგარიში საზოგადოებას
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
„კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“ – ახალციხეში დისკუსია გაიმართება
წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია
ახალგაზრდები საქალაქო ტრანსპორტის შეცვლის ინიციატივით გამოდიან
‘მშვიდობის მშენებლობის პროცესში’ ახალგაზრდების როლზე მრგვალ მაგიდასთან ისაუბრებენ