FM97.5 / LIVE
'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა

'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა

მთავარიპოლიტიკა 13.05.2014
ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა პეტიციით, განიხილოს ორგანიზაციის დადგენილება, რომელიც დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს მიზნად.

'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა
529 ხელმოწერიანი პეტიცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, 13 მაისს შეიტანა.

პეტიციასა და ხელმოწერების შეგროვებას წინ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დადგენილება უძღოდა. დადგენილების პროექტის თანახმად, საკრებულოს დეპუტატები ვალდებული არიან საკუთარ ამომრჩევლებს, ექვს თვეში ერთხელ, შესრულებული სამუშაოს ანგარიში გააცნონ.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური წერილით მივმართეთ აღნიშნული დადგენილების პროექტი განეხილათ. გვიპასუხეს, რომ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა ჩემთვის გაუკვეველი მიზეზების გამო, არ განიხილეს“, – განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

ამის შემდგომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ ხელმოწერების შეგროვება. იმისათვის, რომ საკრებულოს სხდომაზე დადგენილების პროექტი განეხილათ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლების 1 პროცენტის ხელმოწერა უნდა შეგროვებულიყო. N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლების ერთი პროცენტი 370 ადამიანია, ორგანიზაციამ გაცილებით მეტი, 529 ხელმოწერა შეაგროვა.

„ხელმოწერების ფურცელს თან ერთვოდა განმარტების ბარათი, შესაბამისად, მოსახლეობამ იცოდა რაზე აწერდა ხელს. ამის შემდეგ, საკრებულო ვალდებული იქნება აღნიშნული საკითხი განიხილოს“, – განმარტავს ჯაბა ნათენაძე.

დადგენილებაორგანიზაციამ პროექტის „ანგარიშვალდებული თვითმმართველობა“ ფარგლებში შეიმუშავა. კოალიციურ პროექტს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) იმერეთის წარმომადგენლობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ქუთაისის ფილიალი, დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი), ათინათი (ზუგდიდი), დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე), სიდა (რუსთავი) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი) ახორციელებენ.

პროექტი საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულომ დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირა
'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრია
საქალაქო ტრანსპორტი –  შეთავაზება ახალციხის ახალ მერს
ახალციხეში ბავშვთა უფლებებზე ფოტოკონკურსი გამოცხადდა