FM97.5 / LIVE

კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს

მთავარისაზოგადოება 11.04.2013
საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. ამ საკითხებზე სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ათ რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობდა.

კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს

”სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა” (R-CSN), რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანებაა საქართველოს ათ რეგიონში კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარების გზები, ასევე თვითმართველობის საქმიანობის შფასება და სხვადასხვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის გამოვლნა იყო. ქსელის ფასილიტაციას სამოქალაქო განვითარების სააგენტო ”სიდა” ახორციელებდა.

სამცხე-ჯავახეთიდან კვლევებში მონაწიეობას სამი არასამთავრებო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი”, ”ტოლერანტი” და ”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი” იღებდა. გარდა ამისა, ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კვლევის შედეგად სამცხე-ჯავახეთში ყველაზე აქტუალურ პრობლემად ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა დასახელდა.

”ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 40 ანკეტა შეავსო, სადაც ყველაზე აქტუალურ პრობლემად ჯანდაცვის სფერო დასახელდა. მოსახლეობამ აქცენტი გააკეთა ექიმების კვალიფიკაციაზე და გადასახადებზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებობს”, - ამბობს არასამთავრებო ორგანიზაცია ”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენელი მზია ინასარიძე.

ჯანდაცვის პრობლემასთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის განვითარებაც პრიორიტეტულია.

”მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებული მაღალი გადასახადების გამო მოქალაქეები ვერ ახერხებენ სავადმყოფოებში მისვლას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ გამოიკვეთა: ბაზრების სიმცირე, მათი გაუმჯობესება, გარდა ამისა, მოქალაქეები ვერ ახერხებენ მოსავლის რეალიზაციას” - განმარტავს არასმთავრებო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

კვლევის შედეგად საქართველოს ათ რეგიონში 1405 რესპოდენტი გამოიკითხა, თითოეულ რეგიონში დაახლოებით 100-დან 196-მდე მოქალაქე. აღნიშნული კვლევა სამცხე-ჯავახეთში 28 იანვრიდან 20 თებერვლამდე მიმდინარეობდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო
განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები
მოქალაქეთა 56,7% ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ შეხვედრია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა