FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანების გამო სამი პირი დააკავეს

მთავარისამართალი 08.07.2013
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავეს.

ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანების გამო სამი პირი დააკავეს
„5 ივლისს ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს–ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყეს გამოძიება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) 3 პირი დააკავეს: 1982 წელს დაბადებული შალვა ლ, 1992 წელს დაბადებული ბექა თ. და 1983 წელს დაბადებული დავით გ.

საქმეზე გამოძება სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანს და მასთან ერთად დაკავებულ პოლიციის კიდევ ოთხ თანამშრომელს. აღნიშნულ პირებს გამოძიება მოქალაქის სკამის ფეხით გაუპატიურებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედავებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციები ახალციხესა და ბორჯომში უკვე სამჯერ გაიმართა. ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან 5 ივლისს გაიმართა, აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. როგორც სასამართლოს თანამშრომლები ამბობენ, შენობის ფანჯარას ქცაც მოხვდა, რის გამოც ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს - ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს
ახალციხის სასამართლოსთან გამართული აქციის სამი მონაწილე 100-100 ლარით დააჯარიმეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
შსს-მ  ბორჯომსა და ახალციხეში ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების გამო 18 პირი დააკავა
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ