FM97.5 / LIVE
აქციის მონაწილეებმა ბორჯომში გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა ბორჯომში გზა გადაკეტეს

მთავარისამართალი 04.07.2013
ბორჯომის ცენტრში შეკრებილმა 150-მდე ადგილობრივმა თბილისისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებმა ბორჯომში გზა გადაკეტეს
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

„ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ზურა ხაჩიძის განმარტებით, ეს აქცია არავისგან მართული არ არის. ეს არის ადგილობრივების პროტესტი, რომელსაც „ქართული ოცნებაც“ შეუერთდა.

„ვაპროტესტებთ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას. აქციის მონაწილეები ვფიქრობთ, რომ სასამართლო არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში და ამიტომ დადგა ეს განაჩენი“, - განუცხადა ხაჩიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“.

აქციის მონაწილეები მამუკა ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების ციხეში დაბრუნებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში მამუკა ხვედელიანი და მის საქმეში ოთხივე ბრალდებული: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე, რომელთაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბორჯომში იმყოფება "სამხრეთის კარიბჭეც", თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს, აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესახებ დეტალურად გიამბობთ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
ბორჯომიდან აქცია ახალციხის სასამართლოსთან გადმოინაცვლებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
აქციის მონაწილეები ბორჯომში გზის გადაკეტვას აპირებენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს
რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული