FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლოსთან გამართული აქციის სამი მონაწილე 100-100 ლარით დააჯარიმეს

მთავარისამართალი 09.07.2013
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 1982 წელს დაბადებულ შალვა ლ., 1992 წელს დაბადებული ბექა თ. და 1983 წელს დაბადებული დავით გ. ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 100-100 ლარით დააჯარიმა.

ახალციხის სასამართლოსთან გამართული აქციის სამი მონაწილე 100-100 ლარით დააჯარიმეს
სამივე მათგანი გუშინ, 8 ივლისს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს.

მათ რამდენიმე წუთის წინ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა 100-100 ლარი დააკისრა. არცერთი მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მათ სამართალდარღვევის ფაქტი დაადასტურეს და აღიარეს, რომ მათი მხრიდან ნამდვილად იყო: გინება, უცენზურო სიტყვების ძახილი და კვერცხების სროლა. როგორც პროცესზე მათ განმარტეს, გინება არ იყო მიმართული კონკრეტული პირების მიმართ.

„ზოგადად ვიგინებოდით, მოსამართლესთან შეხვედრა გვინდოდა, რომ არ შეგვხვდა, უფრო გავღიზიანდით და სასამართლოს კვერცხები დავუშინეთ“, - განაცხადა შალვა ლ-მ.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ სასამართლოსთვის არც პომიდვრები და არც ქვა არ უსვრიათ: „ვამბობთ, რომ ვიგინებოდით და კვერცხებიც ვისროლეთ, პომიდორი რომ გვესროლა, იმასაც ვიტყოდით“.

დაკავებულებს ადვოკატი არ ჰყავდათ. ამიტომ, მათ სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა თავად დააყენეს. მათი განცხადებით, სასამართლო არის მხარე, პროტესტი სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების გამო გაუჩნდათ და ამიტომ არ მიაჩნიათ მართებულად მათი საქმე ახალციხის სასამართლომ განიხილოს.

სამართალდამრღვევების შუამდგომლობას დაეთანხმა ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი პაატა გელაშვილი. თუმცა, დაუსაბუთებლობის გამო მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესს ახალციხის პოლიციის თანამშრომლები, ასევე „ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მაოდგილე ზურა ხაჩიძე და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო-მთავარი სამმართველოს უფროსის რევაზ მუმლაძის ძმა გენადი მუმლაძე ესწრებოდნენ.

გენადი მუმლაძისა და ზურა ხაჩიძის განცხადებით, აღნიშნული საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოს არ უნდა განეხილა.

- „სასამართლო არის მხარე ამ შემთხვევაში, ისაა დაზარალებული, ამიტომ საქმის აცილება თავად მოსამართლესაც კი უნდა შემოეთავაზებინა“, - ამბობს ხაჩიძე.

აცილების შესახებ სამართალდამრღვევებმა სასამართლოს გუშინაც მიმართეს, თუმცა შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ იქნა.

სამართალდამრღვევები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს, 11 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

- „ჯეირანაშვილმა დარბაზიდან ჩვენი ბავშვობის მეგობრის მკვლელი გაათავისუფლა. ამიტომ პროტესტს გავაგრძელებთ“, - განაცხადეს მათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანების გამო სამი პირი დააკავეს
5–საათიანი სასამართლო და ჯარიმა 250 ლარი
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
"ოცნების" ბორჯომის ორგანიზაცია - არც ქვა და არც კვერცხები ჩვენ არ გვისვრია
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ