FM97.5 / LIVE

ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ

მთავარისამართალი 05.07.2013
„მოძალადეებს სამართლიანი განაჩენი“, „დაისაჯონ ცოცხოსნები“, „დაისაჯონ მოძალადეები“, „დაისაჯოს უსამართლო გოჩა ჯეირანშვილი“, „უსამართლო მოსამართლე“, - ამ ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, დღეს, 5 ივლისს, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გააპროტესტეს.

ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია, რომელიც 12:00 საათზე იყო დაანონსებული, 13:00 საათზე დაიწყო.

„ამ მოსამართლემ გამოუშვა საქართველოს ჯალათები, მკვლელები, საქართველოს გამყიდველები, რომლებიც აპატიმრებდნენ ხალხს, კლავდნენ და ანადგურებდნენ მთელ საქართველოს. გამოვიდა გარეთ ხვედელიანი, დადის ბორჯომში იარაღჩამოკიდებული და აღიზიანებს ხალხს. მკვლელები გამოუშვა ამ მოსამართლემ და ვითხოვთ, რომ ისიც გვერდით დაუჯდეს მას და ყველა დაისაჯოს“, - ამბობს აქციის მონაწილე დავით როკეტიშვილი.

ბორჯომის გარდა, დღევანდელ აქციაზე მონაწილეები ადიგენიდან და აბასთუმნიდანაც ჩამოვიდნენ.

„აბასთუმნიდან დაახლოებით ასი კაცი მაინც ვიყავით ჩამოსული. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი, ზეწოლისგან გათავისუფლებული და აღარ გვინდა მერაბიშვილისა და კუბლაშვილის სასამართლო“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ოლეგ მინაძე.

აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენს აპროტესტებდნენ და მასთან შეხვედრას ითხოვნდენ. თუმცა, ჯეირანაშვილი აქციის მონაწილეებს არ შეხვდრია.

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ დიდ უსამართლობას, რაცას ჰქვია უსამართლო სასამართლო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ საზოგადოებაში უნდა აღდგენილიყო სამართლიანობის გრძნობა, რასაც ხელს უშლის ორხელისუფლებიანობაში მყოფი პრეზიდენტი და კუბლაშვილი, თავისი ჯიბის სასამართლოთი. გამოუშვეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში და უკანონო ქმედებებში“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე და ამატებს, რომ დღევანდელ აქციას ის ადამიანები შეუერთდნენ, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამო პროტესტი უჩნდება.

აქციას უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისთვის“ წევრებიც შეუერთდნენ.

„სანამ ეს ადამიანი არ იქნება დასჯილი და არ აგებს პასუხს, მსგავსი აქციები გაგრძელდება. გარდა ამისა, ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ადამიანების გათავისუფლებაში, უნდა დაისაჯოს“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისთვის“ კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში დავით ბერიძე.

„ეს იყო უკანონო განაჩენი, მოვითხოვთ კუბლაშვილის და სააკაშვილის ჯობის მოსამართლეების მოხსნას, დაინიშნოს ხელახალი სასამართლო“, - ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ჯეირანაშვილი.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას კვერცხები, პომიდვრები და ცოცხები დაუშინეს. ერთ-ერთმა მონაწილემ კი სასამართლოს ფანჯარას ქვა ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმტვრა და სასამართლოს ერთი თანამშრომელი დაშავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს–ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) აღძრეს.

აქცია ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაიონული სასამართლოდან მონაწილეებმა პატრულის შენობასთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ბორჯომში წასვლა და გზის გადაკეტვა გადაწყვიტეს. თუმცა, ბორჯომში დაგეგმილი აქცია ხვალამდე გადაიდო.

"არ მიგვაჩნია სწორად ყოველდღე გზოს გადაკეტვა, ეს არ არის სამართლიანი. ჩვენ მოვითხვეთ საქმის ხელახალი გამოძიება და დაველოდებით რამდენიმე დღე პასუხს", - ამბობს "ქართული ოცნების" ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურა ხაჩიძე.

აქცია ხვალ, 6 ივლისს, 15:00 საათზე ბორჯომის ცენტრში დაიგეგმა. ორგანიზატორების თქმით, აქციას თბილისიდანაც შეუერთდებიან.

ხვალ დაგეგმილ აქციას გოგა ხაინდრავა და ირმა ინაშვილიც შეუერთდებიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს
ბორჯომში საპროტესტო აქცია დასრულდა
აქციის მონაწილე - ჯიბის მოსამართლეები უნდა გაასამართლონ
აქციის მონაწილეები კუბლაშვილის გადადგომას ითხოვენ
"ოცნების" ბორჯომის ორგანიზაცია - არც ქვა და არც კვერცხები ჩვენ არ გვისვრია