FM97.5 / LIVE

შსს-მ ბორჯომსა და ახალციხეში ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების გამო 18 პირი დააკავა

მთავარისამართალი 04.11.2015
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომისა და ახალციხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.

შსს-მ  ბორჯომსა და ახალციხეში ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების გამო 18 პირი დააკავა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ აწყურში ხაშური-ახალციხის სარკინიგზო ლიანდაგის მე-60-ე კილომეტრზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა - ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 10 960 ლარი და 19 თეთრი შეადგინა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ და ასევე დანაშაულის ჩადენის ხელსაწყო-ინსტრუმენტები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 18 პირი: 1987 წელს დაბადებული ანდრო კ, 1980 წელს დაბადებული თეიმურაზ კ, 1992 წელს დაბადებული ვახტანგ ქ, 1980 წელს დაბადებული ანდრო ც, 1992 წელს დაბადებული ტარიელ გ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ქ, 1975 წელს დაბადებული მამუკა ჩ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ, 1984 წელს დაბადებული ირაკლი მ, 1979 წელს დაბადებული ბესარიონ ბ, 1990 წელს დაბადებული დავით ხ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1993 წელს დაბადებული ბაჩუკი ხ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1991 წელს დაბადებული თენგიზ ქ, 1985 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ნ. და 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ წ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: 1985 წელს დაბადებული შმაგი კ, 1988 წ.დ. მალხაზ კ, 1987 წელს დაბადებული ზაურ ყ, და 1969 წელს დაბადებული ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ სამცხე–ჯავახეთში 65 კბ.მ. ხე–ტყე ამოიღო და 11 სახერხი დალუქა
შსს-მ  მაგისტრალური მილსადენიდან  ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა
პოლიციამ მოპარული მობილური ტელეფონები ამოიღო
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა
შსს-მ ჯავახეთში ქურდობის ფაქტზე 6 პირი ამხილა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს–მ  კარწახში შრი–ლანკის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე დააკავა