FM97.5 / LIVE

ბორჯომში საპროტესტო აქცია დასრულდა

მთავარისამართალი 06.07.2013
როდის და სად გაგრძელდება მომავალი საპროტესტო აქცია და რა პირობით დაიშალნენ აქციის მონაწილეები

ბორჯომში საპროტესტო აქცია დასრულდა
ბორჯომში დაგეგმილი საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო და ერთ საათში დასრულდა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია დაიწყო შეძახილებით: „სასამართლო კუბლაშვილის გარეშე“, „ხვედელიანი ციხეში“, „დაისაჯოს ჯეირანაშვილი“, „ქვეყანა მოძალადეების გარეშე“.

თბილისიდან ჩამოსულ აქციის ათობით მონაწილე ბორჯომის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეუერთდა. აქციას ხვედელიანის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვ.გ და იმ გარდაცვლილის დედა და ბებიაც ესწრებოდნენ, რომლის სიკვდილშიც ხვედელიანს ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ დამნაშავეებს ციხეში არ ჩასვამენ.

დღევანდელ აქციას მწერალი ერეკლე საღლიანიც ესწრებოდა: „რატომ ვარ აქ? იმიტომ, რომ სხვანარად არ შემიძლია, მე რომ სხვანაირი ცხოვრება შევძლო, ადამიანურ ფუნქციას დავკარგავ. მე აქ რატომ ვარ კი არადა, რატომ არ არინ აქ სხვები?! აი ეს არის საკითხავი“.

მისი თქმით, მოძალადეებად დედის მუცლიდან არ იბადებიან: „ასეთებს ქმნიან სამწუხაროდ და ქმნიან ჩვენი ხელშეწყობით, ჩვენი დუმილის საფუძველზე. არ იფიქროთ, რომ ეს არის ერთი ოჯახის უბედურება. ეს არის ეროვნული უბედურება“.

აქციის მონაწილეებს გზა არ გადაუკეტავთ. ბორჯომის ცენტრალური მოედანი, სადაც აქცია მიმდინაროებდა, ამ დროისთვის თავისუფალია.
აქციის მონაწილეებმა შემდეგი აქცია ახალციხეში, 11 ივლისს, 15:00 საათზე დააანონსეს.

შეგახსენებთ, ბორჯომსა და ახალციხეში საპროტესტო აქციები არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული 5 პირის გათავისუფლების გამო დაიწყო. 4 ივლისს აქცია ბორჯომში გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ბორჯომში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 5 ივლისს აქცია ახალციხეში გაიმართა. მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. სასამართლოს შესასვლელი კარი კი ცოცხით ამოქოლეს. დღეს, 6 ივლისს, კი აქცია ბორჯომში მიმდინარეობს. აქციას გოგა ხაინდრავა და ირმა ინაშვილი შეუერთდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
აქციის მონაწილეები კუბლაშვილის გადადგომას ითხოვენ
აქციის მონაწილე - ჯიბის მოსამართლეები უნდა გაასამართლონ
ირმა ინაშვილი ბორჯომელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალაც გააპროტესტებენ
ხაინდრავა - ხვედელიანის შემდეგ მერაბიშვილი და ახალაია გამოვლენ გარეთ