FM97.5 / LIVE
აქციისაქციის მონაწილეები.">

ბორჯომელები - ხვედელიანი შემოგვაკვდება

მთავარისამართალი 04.07.2013
„ოთხი ბიჭი მოკლა ხვედელიანმა. ხალხს ხოცავდა წიწილებივით და მაგას არავინ აპატიებს! უპატიებელი შეცდომები აქვთ დაშვებული და სასამართლომ იგი მაინც გარეთ გამოუშვა“, - რაში ადანაშაულებენ ხვედელიანს და რითი იმუქრებიან აქციისაქციის მონაწილეები.

ბორჯომელები - ხვედელიანი შემოგვაკვდება
ბორჯომში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია სილამაზის ხიდთან 12:00 საათზე დაიწყეს. ადგილობრივებმა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, შეძახილებით: „დაისაჯონ დამნაშავეები“, „გათავისუფლდეს სასამართლო ნაციონალებისგან“, „ქვეყანაში სამართალი უნდა აღდგეს“, - გზა გადაკეტეს. აქცის მონაწილეებს შორის იყო დაზარალებული ვ.გ-ც.

მათი მთავარი მოთხოვნა ხვედელიანისა და მისი ყოფილი თანამშრომლების კვლავ ციხეში დაბრუნებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ „მომხდარი მშვიდობით არ დასრულდება“.

„არ გვინდა, რომ ახალგაზრდები გაბოროტდნენ ქუჩაში. ვინც გადაეყრება ხვედელიანს, გული ვერავის მოუთმენს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ, ამას ვერ ავიტანთ“, - ამბობს ბაკურიანელი გიორგი ხუბაევი.

იმაზე, რომ შესაძლოა ხვედელიანი ქუჩაში ვინმეს შემოაკვდეს, აქციის სხვა მონაწილეებიც საუბრობენ.

„ჩვენ თუ გავასამართლებთ ხვედელიანს, მერე კანონი ჩვენს წინააღმდეგ ხომ იქნება მძიმე და სამართლიანიც?! ჩვენ ხომ მოგვისჯიან 30 წელს?!“ - კითხულობს ბაკურიანელი დავით კაპანაძე.

მათი განცხადებით, გუშინ ხვედელიანი ბორჯომში იარაღით დადიოდა.

„არაერთმა დაინახა. წარმოიდგინეთ, რომ გაგიკეთონ უკანალში ეგეთი რაღაცა და მერე დაინახო ქუჩაში როგორ მოდის, აიტან?! ამას, ის ადამიანი, ვისაც ეს გაუკეთეს, მშვიდად ვერ შეხვდება. ქუჩაში გადაყრაზეა უკვე ლაპარაკი. თუ შემოაკვდათ ხვედელიანი, მერე მის მკვლელს ხომ მიუსჯიან 25 წელს?! ბორჯომში ომი დაიწყება“, - აცხადებს ხუბაევი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხვედელიანი არამხოლოდ მამაკაცის გაუპატიურების ბრძანების გაცემაში, არამედ ახალგაზრდების მკვლელობაშიცაა დამნაშავე.

„ოთხი ბიჭი მოკლა ხვედელიანმა. ხალხს ხოცავდა წიწილებივით და მაგას არავინ აპატიებს! უპატიებელი შეცდომები აქვთ დაშვებული და სასამრთლომ იგი მაინც გარეთ გამოუშვა“, - ამბობს გიორგი არბოლიშვილი. მისივე თქმით, ბორჯომის პოლიციაში ხალხს მასობრივად აწამებდნენ.

აქციის მონაწილეებს შორის იყო დაზარალებული ვ.გ -ც. იგი აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს: „ბოლომდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები! ასეთი ადამიანები გამოუშვეს ციხიდან და ამას მარტო მე კი არა, კიდევ ბევრი ვერ აიტანს“.

„ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ხაჩიძის განცხადებით, ხვედელიანის ციხიდან გამოშვებით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სცადეს: „მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ზეწოლით მიიღო. ეს პიროვნება წლების განმავლობაში ამყოფებდა ხალხს ტერორში, სკამის ფეხით გაუპატიურების ბრძანება მან გასცა. ეს იცის მთელმა ბორჯომმა“, - აცხადებს იგი.

საპროტესტო აქცია 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ბორჯომში გზა გახსნილია.

მომიტინგეები აქციის გამართვას ხვალ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აპირებენ.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოს კვერცხები დაუშინეს
აქციის მონაწილეებმა ბორჯომში გზა გადაკეტეს
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ
ბორჯომიდან აქცია ახალციხის სასამართლოსთან გადმოინაცვლებს
ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო