FM97.5 / LIVE

ოლქის პროკურორი - მოძალადეებთან საპროცესოს არ ვაფორმებთ

მთავარისამართალი 04.07.2013
როდის და რა ვითარებაში შეხვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორს, როცა ხვედელიანის საქმესთან დაკავშირებით საპროცესოს გაფორმება სთხოვა

ოლქის პროკურორი - მოძალადეებთან საპროცესოს არ ვაფორმებთ
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი იმას, თუ რა ვითარებაში სთხოვა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ბორჯომის პოლიციის ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებით საპორცესოს გაფორმება, არ აკონკრეტებს.

„რა მნიშვნელობა აქვს სად იყო ეს. არასამუშაო ვითარებაში, ქუჩაში“, - გვითხრა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა: „შესაძლოა გასული იყოს 20 ან 25 დღე“.

კითხვაზე, რადგან ჯეირანაშვილმა საპროცესოს გაფორმება სთხოვა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ბრალდებულები მზად იყვნენ ბრალი ეღიარებინათ, გვპასუხობს, რომ არ იცის: „ვერ გეტყვით. ვუთხარი რომ ეს არ იქნება. მოძალადეებთან და ისეთ პირებთან, ვისაც ასეთ დანაშაულს სჩადის, საპროცესოს არ ვათანხმებთ. ჩვენ შორის საუბარი აღარ გაგრძელებულა. ვუთხარი, რომ ეს გამორიცხულია. მაგ თემაზე აღარ გვისაუბრია“.

„სამხრთის კარიბჭემ“ გოჩა ჯეირანაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. იგი ამ დროისთვის სასამართლოში არ იმყოფება, მისი მობილური ტელეფონიც მიუწვდომელია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანამდე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნით. პროკურორმა კი ამ შეთავაზებას უარით უპასუხა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა თანამდებობა დატოვა
პროკურორი - მოსამართლემ ხვედელიანის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო
გოჩა ჯეირანაშვილი ხვედელიანის საქმეზე: ‘ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი'
უზენაესი სასამართლო - პროკურატურა თავად ითხოვდა ხვედელიანის საქმეზე საპროცესო გარიგებას
რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული
„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილ უფროსს საპროცესო გაუფორმეს