FM97.5 / LIVE

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.07.2018
ორთვიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა, თუ ვინ დაასრულებს საკანალიზაციო ქსელის მშენებლობას ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში.

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა

საბარგო სადგურზე ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა აპრილში დასრულდა და ამ დრომდე გაურკვეველი იყო თუ ვინ მიიყვანდა ადგილობრივების სახლებამდე სისტემას, ახალციხის მერია თუ წყალმომარაგების კომპანია. გაურკვევლობა და სამუშაოების დროში გაჭიანურება იქ მცხოვრებლების პროტესტს იწვევდა, ადგილობრივები გზის გადაკეტვიაც იმუქრებოდნენ.

საბოლოოდ, ახალციხის მერია და წყალმომარაგების კომპანია შეთანხმდნენ, რომ დაქსელვას ერთობლივად უზრუნველყოფენ.

„რამდენიმე დღეა დაიწყო სამუშაოები, ტრაქტორი ჭრის არხს, ჩვენ კიდევ ვიყიდეთ მილები და ჩვენ სახლებამდე ვაერთებთ. ამას ვითხოვდით, სხვა არაფერი გვინდოდა, აქამდეც რომ დაეწყოთ მუშაობა, ამდენი ხანი გზა ასე ანგრეული არ იქნებოდა“, – ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები ბადრი სამსონიძე.

შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე საკანალიზაციო სისტემას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვი–აი–პი“ აკეთებდა. კომპანიამ სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და აპრილში დაასრულა. სამუშაოებისთვის 894 849 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მოეწყო 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი.

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დაიწყო
საბარგო სადგურის დასახლებაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
საბარგო სადგურზე გზის მოასფალტება იწყება
ახალციხეში, საბარგო სადგურზე  გზის მშენებლობა დაიწყო
როდის დაიწყება საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა 6 სექტემბრიდან დაიწყება
საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება