FM97.5 / LIVE

საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა ისე დასრულდა, რომ ცენტრალურ მილზე ადგილობრივების საკანალიზაცო სისტემა არ დაუერთებიათ.

საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება

ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ დასახლებაში მხოლოდ ცენტრალური მილები გაიყვანა: „ასე დატოვეს და წავიდნენ, ვერ გეტყვით რა იქნება. ჯერ გვითხრეს ეზოებამდე მოგიყვანთ და მერე სახლებში თქვენ შეიყვანეთო, ახლა ამბობენ 200–300 ლარი უნდა გადაიხადოს თითო ოჯახმა, რომ დაერთების ნებართვა მიიღოთო. ყველას ხომ არ აქვს ამხელა თანხის გადახდის საშულება?! გამოდის რომ ისევ საკანალიზაციო ქსელის გარეშე ვრჩებით“.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვი–აი–პის“ მხოლოდ ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის გაყვანა ევალებოდა. მოსახლეობის სისტემის ცენტრალურ ქსელზე დაერთებისთვის კი ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადონ. თუმცა, კომპანიას ეს საკითხი თავიდანვე არ გაუთვალისწინებია, ამ დროისთვის ისიც კი არაა გადაწყვეტილი დაერთების სამუშაოებს თვითმმართველობა განახორციელებს თუ "წყალმომარაგება".

„ამ ეტაპზე დასრულებულია წყალანირების ქსელის მოწყობის სამუშაოები, დარჩენილია დაერთებები. ახლა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ ვინ აიღებს ვალდებულებას მოსახლოების დაერთების სამუშაოებზე. უახლოეს დღეებში გადაწყდება წყალმომარაგების კომპანია დააფინანსებს ამ დაერთებებს თუ თვითმმართველობა“, – ამბობს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი მიშა თათარაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ეს საკითხი გადაწყდება სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება: „დაახლოებით ორი თვის საქმეა დარჩენილი და წლის ბოლომდე მოესწრება“.

საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება

შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე საკანალიზაციო სისტემას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვი–აი–პი“ აკეთებდა. კომპანიამ სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და აპრილში დაასრულა. სამუშაოებისთვის 894 849 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მოეწყო 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი.

საკანალიზაციო სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ დასახლებაში ასფალტის დაგება დაიწყება.

აღნიშნულისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 474 746 ლარია გათვალისწინებული.

საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა
საბარგო სადგურის დასახლებაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა 6 სექტემბრიდან დაიწყება
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დაიწყო
როდის დაიწყება საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა
საბარგო სადგურზე გზის მოასფალტება იწყება
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება