FM97.5 / LIVE

ახალციხეში სახელობითი დღესასწაული იზეიმეს

მთავარი 01.07.2013
'ახალციხელობის' დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს 'საპატიო ახალციხელის'წოდება მიენიჭათ.

ახალციხეში სახელობითი დღესასწაული იზეიმეს
'ახალციხელობა 2013'-ის აღნიშვნა ახალციხეში დილიდან დაიწყო. დილის 9:00 საათზე შალვა ახალციხელის მშენებარე ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

დღის პირველ ნახევარში, ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის ფინალური მატჩი შედგა.

საღამოს, 18:00 საათზე კი 'ახალციხელობის' აღნიშვნა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე კონცერტით გაგრძელდა. კონცერტში ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი, სალომე ბაკურაძე, სოფო გელოვანი, 'თეატრალურის კვარტეტი', აჩიკო ნიჟარაძე, ეთერ კაკულია და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ. საღამოს წამყვანი და ორგანიზატორი მაია დათუნაშვილი იყო.

'ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლების დიდი სურვილი იყო, რომ ამ დღეს მისცემოდა განსაკუთრებით საზეიმო მნიშვნელობა. ჩვენ ამ ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებიც ჩავრთეთ, რომლებიც ძალიან საინტერესო მომღერლები და მოცეკვავეები არიან', - ამბობს მაია დათუნაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ცნობილი ქართველი ხელოვანები: ვაჟა აზარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი და თემურ ჩხეიძე დღევანდელ ღონისძიებაზე საპატიო ახალციხელის წოდებით დააჯილდოვა.

'გასულ წლებში ყოველ 'ახალციხელობას' გამორჩეულ ადამიანებს ახალციხის საპატიო მოქალაქეობა ენიჭებოდა და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია აღგვედგინა. ამიტომ, დღეს სამ ადამიანს, რომლებიც ახალციხესთან გარკვეულ კავშირში არიან, საპატიო მოქალაქის წოდება მივანიჭეთ. მოგეხსენებათ, რომ კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი წარმოშობით ახალციხიდან არიან, ხოლო ყველას ახსოვს ქართული ფილმი 'მშობლიურო ჩემო მიწავ', სადაც ბატონმა თემურ ჩხეიძემ რაიკომის მდივნის როლი შეასრულა და რომელიც ძირითადად ახალციხეს და ჩვენ კუთხეს ეხება', - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

სწორედ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის რეპერტუარიდან შეასრულეს სიმღერები ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა. მომღერლებს თავად კომპოზიტორიც შეუერთდა და მათთან ერთად რამდენიმე სიმღერა იმღერა.

'წარმოშობით აქედან ვარ და ჩემთვის ძალიან მშობლიური მხარეა. ეს წოდება ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს და მიხარია, რომ ჩემი კუთხის ხალხს ვახსოვარ. მართალია, მე თბილისში დავიბადე, მაგრამ ფესვები ხომ ახალციხიდან მოდის, ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის', - ამბობს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

'ახალციხელობის' დღესასწაულზე საკუთარი კომპოზიციები გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმაც შეასრულა. მისი თქმით, განსაკუთრებით ამაღელვებელია ისეთი წოდების მიღება, რასაც საპატიო მოქლაქის წოდება ჰქვია.

'შარშან პირობა მივეცი ახალციხელებს და ჩემი ახალი ალბომიდან, სიმღერის 'ჰერიო ბიჭებო; პრემიერა აქ შედგება. ოქტომბრის თვეში სოლო კონცერტით წარსვდგები ახალციხელი მაყურებლის წინაშე. ახლა კი ყველას ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს', - ამბობს თემურ ყვითელაშვილი.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ. დღევანდელ კონცერტს ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მელაშვილი.

'მინდა მივულოცო ახალციხელებს და მთელს სამცხე-ჯავახეთს დღევანდელი დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც კრავს მთელს ერს და მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები რაბათის განახლებულ ციხეში. მინდა წარმატება ვუსურვო ახალციხელებს, რადგან ბევრი რამ გადაიტანეს მათ და ეს ციხეც ამის მტკიცებულებაა. მგონი დადგა ის დრო, რომ ქვეყანა დაადგეს მშვიდობის გზას', - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

'ახალციხელობის' დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

[თამარ თოთაძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები
ვაჟა აზარაშვილისთვის ახალციხეში ვარსკვლავის გახსნას გეგმავდნენ
მესხეთი თემურ ყვითელაშვილს უმასპინძლებს
'საპატიო მოქალაქეების' წარდგენა იდეის ავტორის გარეშე
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა