FM97.5 / LIVE

'საპატიო მოქალაქეების' წარდგენა იდეის ავტორის გარეშე

მთავარისაზოგადოება 01.07.2014
რატომ არ ესწრებოდა „ახალციხელობის“ აღსანიშნავ ღონისძიებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, რომლის ინიციატივითაც ახალციხეში "ახალციხის საპატიო მოქალაქის" სტატუსის მინიჭების ტრადიცია აღდგა.

'საპატიო მოქალაქეების' წარდგენა იდეის ავტორის გარეშე
30 ივნისს ახალციხეში სახელობითი დღესასწაული იზეიმეს. ახალციხის ციხის ამფითეატრში მიმდინარე საზეიმო კონცერტს სასულიერო პირები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა, მათ შორის არ იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ოლეგ სანდროშვილი ახალციხის ციხეში არც მაშინ გამოჩენილა, როცა "ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე" აირჩიეს. ოლეგ სანდროშვილის სახელი, რომლის ინიციატივითაც, გასულ წელს, „ახალციხელობას“ "საპატიო მოქალაქეების" არჩევის ტრადიცია დამკვირდა, დაჯილდოებაზე არც უხსენებიათ. მომხდარის გამო საკრებულოს თავმჯდომარემ გულისტკივილი „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიებზე, კომენტარებით გამოხატა.

'საპატიო მოქალაქეების' წარდგენა იდეის ავტორის გარეშე
"ახალციხელობა 2013", ოლეგ სანდროშვილი აჯილდოებს საპატიო მოქალაქეებს

რატომ არ ესწრებოდა დღესასწაულს, ამ კითხვით „სამხრეთის კარიბჭემ“ ოლეგ სანდროშვილს დღეს, ღონისძიებებიდან მეორე დღეს მიმართა.

იგი ამბობს, რომ „ახალციხელობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები მისი ინიციატივით დაიგეგმა, მან აღადგინა წლების წინ მივიწყებული "საპატიო მოქალაქეობის" სტატუსის მინიჭებისა და ვარსკვლავის გახსნის ტრადიციაც, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი არ გასჩენია.

'საპატიო მოქალაქეების' წარდგენა იდეის ავტორის გარეშე „რაღაც მიზეზების და ვიღაცეების გამო არ მინდოდა გუშინდელ ღონისძიებას დავსწრებოდი. თუმცა, როგორც ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება, ასევე ვარსკვლავის გახსნა, ჩემი იდეა იყო. კონკრეტულად, "საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების ტრადიცია ჯერ კიდევ გასულ წელს დავამკვიდრე, თუმცა ახლა სხვები იწერენ ქულებს“,– განაცხადა სანდროშვილმა.

კითხვაზე, ვინ არიან ისინი, ვის გვერდით დგომაც არ სურდა, სანდროშვილმა განაცხადა რომ მათში ხელისუფლების ამჟამინდელ წევრებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, გასულ, 2013 წელს, "ახალციხელობას" "საპატიო მოქალაქეების" წოდება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭათ. ჯილდოები მათ ოლეგ სანდროშვილმა გადასცა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჟა აზარაშვილისთვის ახალციხეში ვარსკვლავის გახსნას გეგმავდნენ
ახალციხეში სახელობითი დღესასწაული იზეიმეს
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
ახალციხის საპატიო მოქალაქის არჩევა გადაიდო
ახალციხეს სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს
ვის მიანიჭებდით საპატიო მოქალაქის წოდებას ახალციხეში [Video]