FM97.5 / LIVE

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა

მთავარი 26.05.2013
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს ჰიმნით დასრულდა, რომელიც მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხეში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. 12:00 საათიდან სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიებები ახალციხის ციხის ტერიტორიასა და მ.იაძის სახელობის ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე.

დღის მეორე ნახევარში კი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. საღამოს რვა საათზე კი ახალციხის ციხეში შეკრებილი მოსახლეობისთვის თამრიკო ჭოხონელიძემ და თეატრალრმა კვარტეტმა იმღერეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ და ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარვსდგები. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და მე მინდა, რომ ის შეგნება, რა შეგნებითაც დღეს არის ჩვენი ხალხი, მომავალში უფრო გაღრმავებულიყოს. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტში პეტრე გრუზინსკის შესანიშნავი სიტყვებია "მე როგორ ვიყო მდუმარე, სიჩუმეც მოუბარია“, დღეს სწორედ სიჩუმეც მოუბარია ძალიან დიდ გამარჯვებაზე, მომავალზე და იმედზე“, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

ახალციხელი მაყურებლის წინაშე რამდენიმე ცნობილი სიმღერით წარსდგა თეატრალურის კვარტეტიც.

"ამ ულამაზესი კუთხიდან, მესხეთიდან მთელ საქართველოს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ახალციხეში ვართ და დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს ამ ლამაზ კუთხეში“, - ამბობს თეატრალური კვარტეტის წევრი ლაშა კერვალიძე.

კონცერტის დასასრულს თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოს ჰიმნი შეასრულა. რის შემდეგაც დღევანდელი ღონისძიებები ფეიერვერკით დასრულდა. კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღევანდელი ღონისძიებებები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

"პირველ რიგში მთელ საქართველოს მივულოცავ დღევანდელ დღეს და გამთლიანებას ვუსურვებ“, - ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, დღევანდელი ღონისძიებებისთვის ძირითადი თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დასრულდა
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
ახალციხის სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
„ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა