FM97.5 / LIVE

საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2017
ახალციხეს კიდევ სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს. 2017 წელს ეს სტატუსი ცისანა ახვლედიანმა, ზიგმუნდ ზილბერშტეინმა და დევიდ ფოლკნერმა მიიღეს. სამივე მათგანი ამბობს, რომ ამ სტატუსს არ ელოდა.

საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო

საპატიო მოქალაქეები „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი გამართულ კონცერტზე, ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ დაასახელა და მათ სიგელები, საპატიო მოქალაქის ორდენები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ინგლისის ქალაქ ნიუკასლის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დევიდ ფოლკნერი ამბობს, რომ ახალციხეში ჩამოსვლამდე არ იცოდა, რომ ქალაქის საპატიო მოქალაქედ ირჩევდნენ: „რომ ჩამოვედი პირადი მონაცემები მომთხოვეს, როცა ვიკითხე რისთვის სჭირდებოდათ, მითხრეს რომ საპატიო მოქალაქედ მირჩევდნენ, ეს ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. ეს კიდევ ერთი სტიმულია, რომ გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობა და ვიზრუნო ამ ქალაქზე“.

იცოდა, რომ საპატიო ახალციხელობის კანდიდატთა სიაში იყო, თუმცა არჩევას არ ელოდა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ზიგმუნდ ზილბერშტეინი: „ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია. ამავე დროს, იყო ახალციხის საპატიო მოქალაქე, პასუხისმგებლობაა".

ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი საპატიო ახალციხელთა კანდიდატების სიაში წინა წლებშიც იყო:„ჩემთვის ეს არის უდიდესი ბედნიერება. ნამდვილად არ ველოდებოდი ჯილდოს. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტატუსია, რაც კი შეიძლება მომნიჭებოდა“.

წელს საპატიო მოქალაქეები ახალციხემ გასულ წლებისგან განსხვავებულად აირჩია. ქალაქის საკრებულოს ახალი დადგენილების მიხედვით, ჩამოყალიბდა საპატიო ახალციხელების შესარჩევი სპეციალური კომისია, რომელიც 20 წევრისგან დშედგებოდა. საპატიო ახალციხელები კი, ფარული კენჭისყრით, 10 კანდიდატიდან შეარჩიეს.

საპატიო ახალციხელების გამოვლენის შემდეგ, ახალციხის ციხეზე, ახალციხელობის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა. კონცერტში ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ასევე, ახალციხის საპატიო მოქალაქეები ვაჟა აზარაშვილი და თემურ ყვითელაშვილი მონაწილეობენ.

ახალციხელობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
‘საპატიო ახალციხელები’ – ეს სტატუსი მოულოდნელი იყო
საპატიო ახალციხელების კანდიდატების დასახელება დაიწყო
სამ საპატიო ახალციხელს, შვიდი კანდიდატიდან შეარჩევენ
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს
ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები