FM97.5 / LIVE

ვაჟა აზარაშვილისთვის ახალციხეში ვარსკვლავის გახსნას გეგმავდნენ

მთავარი 15.05.2013
კომპოზოტორ ვაჟა აზარაშვილს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება. მასთან ერთად საპატიო მოქალაქე კიდევ რამდენიმე ადამიანი გახდება, თუმცა ჯერ მათი ვინაობა ცნობილი არაა

ვაჟა აზარაშვილისთვის ახალციხეში ვარსკვლავის გახსნას გეგმავდნენ
30 ივნისს ”ახალციხელობის” დღესასწაული აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილისათვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას გეგმავენ. საკრებულოში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კომპოზიტორი წარმოშობით ახალციხიდანაა.

”ჩვენი სურვილი იყო, რომ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ვაჟა აზარაშვილის ვარსკვლავი გაგვეხსნა. აღმოჩნდა, რომ მისი ვარსკვლავი უკვე არსებობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისთვის და კიდევ რამდენიმე პიროვნებისთვის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიგვენიჭებინა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ”ახალციხელობის” დღესასწაულთან დაკავშირებით მზადება უკვე დაიწყო.

”მოვიწვიეთ სპეციალისტი, რომელსაც ამ კუთხით მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს და ვთხოვეთ, რომ გაგვარკვიოს საორგანიზაციო საკითხებში. დღეს იყვნენ ჩვენთან სტუმრად და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ”, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები
'საპატიო მოქალაქეების' წარდგენა იდეის ავტორის გარეშე
ახალციხეში სახელობითი დღესასწაული იზეიმეს
'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ასპინძის სამუსიკო სკოლას კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი  ესტუმრა