FM97.5 / LIVE

„ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები

მთავარი 29.06.2013
30 ივნისს ახალციხეში სახალხო დღესასწაული „ახალციხელობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი

„ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები
„ახალციხელობის“ აღნიშვნა დღის 09:00 საათიდან დაიწყება და წმინდა შალვა ახალციხელისადმი მიძღვნილი პარაკლისით გაიხსნება. პარაკლისის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე მის მიერ მოწვეული სტუმრებისთვის ტრაპეზს გამართავს, მოგვიანებით კი საფარის ან ზარზმის მონასტრის კომპლექსის დასათვალიერებლად წაიყვანს.

დღის მეორე ნახევარში საზეიმო ცერემონიალებია დაგეგმილი. 18:00 საათიდან მეუფე თეოდორე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე სიტყვით გამოვლენ. ამის შემდეგ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების, მესხეთის დრამატული თეატრისა და ახალგაზრდა მომღერლის სოფო პაპუაშვილის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართება.

ამავე დღეს არის დაგეგმილი მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში მონაწილე გუნდებისა და ფეხბურთელების დაჯილდოება. ამის შემდეგ გიტარისტ თემურ ყვითელაშვილს, რეჟისორ თემურ ჩხეიძესა და კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს საპატიო „ახალციხელის წოდება“ მიენიჭებათ.

საზეიმო ცერემონიალის მეორე ნაწილზე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საღამოზე ქართული ესტრადის 20 წარმომადგენელი ვაჟა აზარაშვილის რეპერტუარიდან შეასრულებს სიმღერებს. ღონისძიებები ფეიერვერკით დასრულდება.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სახელობითი დღესასწაული იზეიმეს
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
რას ნახავს მაყურებელი  "ახალციხელობის" დღესასწაულზე
'ახალციხელობის' აღნიშვნა წმინდა მარინეს ეკლესიაში საზეიმო წირვით დაიწყო [ფოტო]
ვაჟა აზარაშვილისთვის ახალციხეში ვარსკვლავის გახსნას გეგმავდნენ
რას ნახავს მაყურებელი 'ახალციხელობის' დღესასწაულზე
რას ნახავს მაყურებელი 'ახალციხელობის' დღესასწაულზე