FM97.5 / LIVE
სადაც წიგნებს წვავენ, მათ დაქვემდებარებაში არ არის, ამდენად, პრობლემის მოგვარება მათ ვალდებულებას სცილდება">

ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვილისის ბიბლიოთეკაზე არაფერი იციან

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სხვილისის ბიბლიოთეკა, სადაც წიგნებს წვავენ, მათ დაქვემდებარებაში არ არის, ამდენად, პრობლემის მოგვარება მათ ვალდებულებას სცილდება

ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვილისის ბიბლიოთეკაზე არაფერი იციან
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მხოლოდ ქალაქის ბიბლიოთეკა და ორი დასახლების, აწყურისა და ვალეს მოქმედი ბიბლიოთეკებია, რომლებიც 2008 წელს აამოქმედეს.

„ჩვენი სამსახური 2007 წელს ჩამოყალიბდა, ზემო სხვილისის ბიბლიოთეკა კი უფრო ადრე გაუქმდა. ჩვენს დაქვემდებარებაში მხოლოდ მოქმედი ბიბლიოთეკებია“,-ამბობს ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე, რომელიც ამ პოსტზე მიმდინარე წლის 5 ივნისიდან დაინიშნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მისი პირველი დაპირება დაზიანებული წიგნების გადარჩენას ეხებოდა. კერძოდ, ჟუჟუნაძემ პირობა დადო, რომ მაქსიმალურად ეცდება, ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში დაზიანებული წიგნები გადაარჩინოს და საცავში ვენტილაციის სისტემის მოწყობაზე იზრუნოს.

სხვილისის ბიბლიოთეკის შენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონებაა. თუმცა, რა მდგომარეობაშია შენობა, ან მასში დაცული წიგნები, ინფორმაცია არც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქვთ. სხვილისის ბიბლიოთეკაში არსებული სიტუაციის შესახებ გამგებელმა "სამხრეთის კარიბჭესგან" შეიტყო და დაგვპირდა, რომ ამ ფაქტით დაინტერესდებოდა.

„ეს ამბავი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. რას მოვუხერხებთ ჯერ არ ვიცით, სავარაუდოდ, რომელიმე სხვა სკოლას გადავცემთ ამ წიგნებს“, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

შეგახსენებთ, სხვილისის გაუქმებული ბიბლიოთეკიდან წიგნების ნაწილი გაძარცვეს, ნაწილი კი დაწვეს. დაწვის ფაქტს "სამხრეთის კარიბჭეც" შეესწრო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?
როგორ აპირებს დამპალი წიგნების გადარჩენას ჟუჟუნაძე?
ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა