FM97.5 / LIVE

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა

მთავარი 17.06.2013
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა. მოვალეობის შესრულებას ჟუჟუნაძე უკვე შეუდგა.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა
ჟუჟუნაძემ ამ თანამდებობაზე ბელა მოდებაძე შეცვალა, რომელიც ბიბლიოთეკის საცავში დამპალი წიგნების გამო, მიმდინარე წლის 3 ივნისს გაათავისუფლეს.

გიორგი ჟუჟუნაძე 1961 წლის 12 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში დაიბადა. 1978 წელს მუსხის საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისში, სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩააბარა, სარეჟისორო მიმართულებით. ორი წლის განმავლობაში თბილისის ფილარმონიაში მუშაობდა. ამის შემდგომ სწავლა განაგრძო ეკონომიკის ინსტიტუტში.

„სწავლის დამთავრების შემდგომ, 1986 წლიდან მუშაობა გავაგრძელე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. ბოლოს სანებართვო სისტემის ინსპექციის უფროსი ვიყავი. 2007 წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან და მას შემდეგ უმუშევარი ვიყავი“, - ამბობს გიორგი ჟუჟუნაძე.

2008 წლიდან იგი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც ახალციხეში კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბი გაიხსნა, მასში გაწევრიანდა და შეხვედრების მთავარ კოორდინატორად განაგრძო მუშაობა.

„გავიგე, რომ აღნიშნულ თანამდებობა ვაკანტური იყო. დავინტერესდი და განცხადება შემოვიტანე. ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ჩვენი სამსახური ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს“, - ამბობს კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ახალი დირექტორი.

ჟუჟუნაძე საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.

„პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლებს არ გავათავისუფლებ. 43 თანამშრომელია, ჯერ ყველას კარგად არ ვიცნობ. ვნახავ, ვის რა განათლება აქვს, ვის რა გამოცდილება, ამის მიხედვვით მივიღებ გადაწყვეტილებებს",- ამბობს იგი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აპირებს დამპალი წიგნების გადარჩენას ჟუჟუნაძე?
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
შერჩევა პარტიული თუ პროფესიული ნიშნით?
კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვილისის ბიბლიოთეკაზე არაფერი იციან
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში