FM97.5 / LIVE

გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2018
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 55 სტუდენტი გაირიცხა, 365 –ს კი სტატუსი შეუჩერდა. სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, შესაძლოა, უნივერსიტეტმა სტუდენტებს სასამართლოში უჩივლოს.

გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

მიხეილ დარბაიძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსზე იყო, როცა სწავლის საფასურის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, თუმცა თანხის მოგროვება იმისთვის რომ სასწავლებელი დაემთავრებინა ვერ შეძლო: „იურიდიულ ფაკულტეტზე, საჯარო მმართველობაზე ვსწავლობდი. წელიწადნახევარი ვისწავლე, მაგრამ მეორე კურსის პირველი სემესტრის გადასახადი ვერ დავფარე და სტატუსი შემიჩერეს. მას შემდეგ არავინ დამკავშირებია უნივერსიტეტიდან და არც მე მივსულვარ. ოთხი წელი გავიდა და წელს ისევ აბიტურიენტი ვარ. ვფიქრობ, თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში ჩავაბარო. ახლა სხვა პროფესია მაინტერესებს“.

სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული გვანცა ხუციშვილსაც. დარბაიძისგან განსხვავებით მას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან თანხის გადახდის მოთხოვნით, გასული წლის ოქტომბერში, წერილი მიუვიდა, თუმცა, სწავლის საფასური ამ დრომდე არ დაუფარავს: „2 225 ლარი მაქვს გადასახდელი. ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი. რადგან გადასახადს ვერ ვფარავდი, ხუთი წლის შემდეგ უფასო, ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაკეთე აღდგენა, მაგრამ იქაც არ ვიარე, ვფიქრობდი, რადგან დავალიანება არ მქონდა დაფარული, არ დამიშვებდნენ“.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილმა, იმის გამო, რომ თანხის გადახდას ვერ ახერხებდნენ, ამავე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უფასო ფაკულტეტებზე არჩიეს. მათ შორის ერთ–ერთი ანა ჩადუნელიცაა. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდა: „2013 წელს ჩავაბარე, მეორე კურსზე გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე კურსელები ვიყავით, ამიტომ ორივეს თანხის გადახდას ვეღარ გავწვდით“.

ჩადუნელმა უნივერსიტეტიდან წერილი დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით უკვე მიიღო: „მწერენ, რომ 1 125 ლარი მაქვს გადასახდელი. აქამდე არ ვიცოდი, თუ ის თანხა ისევ უნდა გადამეხადა და დავალიანებად მეთვლებოდა. ამის შესახებ უნივერსიტეტში ჩემთვის არავის უთქვამს. ამხელა თანხას ვერ დავფარავ, მაგრამ მითხრეს, გაფრთხილების წერილი მეორედაც მოგივა და თუ არ დაფარავ საქმე სასამართლოს გადაეგზავნებაო“.

სტუდენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათ დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სიცრუეს უწოდებენ.

„ის რომ უნივერსიტეტში მათ რაღაცა იკითხეს და პასუხი ვერ მიიღეს, მტკნარი სიცრუეა. თუ დამლაგებელს, ან დარაჯს ჰკითხეს, ბუნებრივია, ვერ გაერკვეოდნენ. ყველას, ვისაც გადაუხდელობის საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს, დეკანატშიც და ჩემთანაც ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 2011 წლიდან დღემდე სტუდენტთა დებიტორული, ანუ სწავლის საფასურის დავალიანება 319 140 ლარს შეადგენს. ამ პერიოდში სასწავლებლიდან 55 სტუდენტი გაირიცხა. მათ შორის 2011 წელს – ცხრა, 2012 წელს – 23, 2013 წელს – 23.

2011 წლიდან დღემდე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა 365 სტუდენტს. მათ შორის 2013 წელს – 11–ს, 2014 წელს – 34–ს, 2015 წელს – 72, 2016 წელს – 110, 2017 წელს კი 138–ს.

რექტორის მოადგილის ნიკო ახალკაცის განმარტებით, სტუდენტი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში საფასურს დაფარავს, სწავლის გაგრძელებას ისევ შეძლებს. ის სტუდენტი კი რომელიც დავალიანებას ხუთ წელიწადში ვერ გადაიხდის სასწავლებლიდან ავტომატურად გარიცხავენ: „ხუთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი წელი სტუდენტს მობილობის უფლება აქვს, შეუძლია სხვა უნივერსიტეტში გადავიდეს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ კი ვალდებულია ეროვნული გამოცდები ჩააბაროს და მოიპოვოს იმ საგნების აღიარება, რომლებიც მანამდე აქვს გავლილი ჩვენს უნივერსიტეტში. ამის შემდეგ იგივე კურსზე დავსვამთ“.

მისივე თქმით, სწავლის საფასურის გადაუხდელობიდან სამი–ოთხი წლის შემდეგ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან გამაფრთხილებელი წერილები ეგზავნებათ იმის შესახებ, რომ თუ თანხას ვერ დაფარავენ, შესაძლოა, საქმე სასამართლომდე მივიდეს: „სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს. შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ გადაიხდიდნენ და სწავლასაც გააგრძელებდნენ. წესით ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს სასამართლოს მივმართოთ. ეს სახელმწიფო უნივერსიტეტია და განათლების სამინისტროს ეკონომიკური განყოფილება გვეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიჩივლოთ“.

რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დავალიანების გამო სწავლა უფასო ფაკულტეტებზე გააგრძელეს, თანხის დაფარვა მაინც მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომების აღებას ვერ შეძლებენ.

ამჟამად სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 557 სტუდენტი სწავლობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს
სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
‘უფასო ფაკულტეტებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შეამცირა’ – შეფასებები ახალციხიდან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო