FM97.5 / LIVE

სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 22.07.2015
2015–2016 სასწავლო წლიდან, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სამ მიმართულებაზე სწავლა უფასოდ შეუძლიათ, თუმცა, ამასთან ერთად, ხუთ მიმართულებაზე სწავლის გადასახადი 500 ლარით გაიზარდა.

სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

2015-2016 სასწავლო წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია. წელს პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც დაემატა. აქ უფასო იქნება სამი მიმართულება: ისტორიის, ქართული ფილოლოგიისა და ეკონომიკის.

გასულ წლებში ისტორიულსა და ფილოლოგიურზე სწავლა 1750 ლარი ღირდა, ეკონომიკის მიმართულებაზე კი 2250. უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის შეფასებით: „ეს დიდი საქმეა“.

უნივერსიტეტში უფასო მიმართულებები კი გაჩნდა, მაგრამ, პარალელურად, სწავლის გადასახადი იზრდება ყველაზე მოთხოვნად ხუთ სპეციალობაზე. რა დარგებზე და რატომ მოიმატა სწავლის გადასახადმა, მერაბ ბერიძე საქმის კურსში არ არის.

„არა, არ ვიცი, არა მგონია“, – გვპასუხობს ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე. თუმცა, გაცილებით ინფორმირებულია მისი მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი, რომელიც სწავლის გადასახადის ცვლილებას ადასტურებს.

კერძოდ, პრორექტორის განმარტებით, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სპეციალობათა უმეტესობაზე გადასახადი გაიზარდა და 1750-ის ნაცვლად 2250 ლარი იქნება. ცვლილება არ შეეხო ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს, აქ სწავლა ისევ 1750 ლარადაა შესაძლებელი.

„ამ ფაკულტეტზე მომსვლელი არაა და ხელს ვუწყობთ სტუდენტებს,“ - ამბობს პრორექტორი.

უცვლელი დარჩა ფასი იურიდიულ ფაკულტეტსა და ბიზნესის ადმინისტრირების ორ მიმართულებაზეც, სადაც სწავლის გადასახადი ისედაც 2250 ლარი იყო.

ჩვენს შეკითხვაზე - მოთხოვნად მიმართულებებზე გაზრდილი გადასახადებით ხომ არ ავსებს უნივერსიტეტი უფასო ფაკულტეტებიდან „დაკარგულ“ შემოსავალს, ნიკოლოზ ახალკაცი გვპასუხობს, რომ „გადასახადის მომატებასა და უფასო მიმართულებების დამატებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს“.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმდინარე წელს სამი ახალი მიმართულება, არქეოლოგია, დიზაიანი და ეთნოლოგია დაემატა. სამივე მიმართულებაზე სწავლის ღირებულება 2250 ლარია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას
სახელმწიფოს მიერ პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტიც დაემატა
რომელ სპეციალობებზე აცხადებს სამაგისტრო მიღებას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი
საფეხური: უფასო სპეციალობები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში [Audio]
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
ერთი წლის დაკარგვა, უფასოდ სწავლის სანაცვლოდ
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ე.წ. რეგიონული სპეციალობა ვეტერინარია იქნება