FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 16.09.2019
დღეს, 16 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. რექტორთან ერთად, სტუდენტებს სწავლის დაწყება სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ახალციხის მერის მოადგილემ მიულოცეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

პირველკურსელთა მისასალმებელი ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები და ახალციხის მერის მოადგილე დაესწრნენ.

სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ სიტყვით მიმართა და წარმატებული წელი უსურვა: „უნივერსიტეტს ძალიან წარმატებული წელი ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა აბიტურიენტმა გადაწყვიტა ესწავლა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში. ყველა პირველკურსელს მივულოცავ სტუდენტობას“.

რექტორის თქმით, არაქართულენოვან სტუდენტთა რაოდენობა წელს განსაკუთრებით დიდია. უნივერსიტეტში ასეთი 87 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ერთ-ერთი მათგანი მკრტიჩ მალხასიანია. მან, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ქართული ენის მომზადების ერთწლიანი კურსი გაიარა, ახლა კი ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტია: „ვეცდები კარგად ვისწავლო. ჩემი მიზანია, რომ კვალიფიციური კადრი გავხდე და დავსაქმდე“.

ოთხი წლის განმავლობაში ფილოლოგიის სწავლას აპირებს 17 წლის სალომე ჯვარიძე: „მინდა საფუძვლიანად შევისწავლო ქართული ენა და შემდეგ სკოლაში, მასწავლებლად დავსაქმდე“.

2019-2020 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სწავლის უფლება 239 აბიტურიენტს მიანიჭა. მათგან ყველაზე მეტი - 91, იურიდიულ ფაკულტეტზეა ჩარიცხული.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
რამდენი პირველკურსელი ჩაირიცხა სამცხე–ჯავახთის უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება