FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

მთავარისიახლე, განათლება 19.05.2020
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის გადახდის ვადამ სექტემბრამდე გადაიწია. ეს შეღავათი ეხებათ ფინანსური პრობლემის მქონე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათები განსაზღვრა. უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის განმარტებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, გაზაფხულის სემესტრში სტატუსი არცერთ სტუდენტს შეუჩერდება.

„ვინაიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით, სტუდენტებს ექმნებათ გარკვეული ფინანსური სირთულეები, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზულ შეღავათებს აძლევს სტუდენტებს. ახლა არის საგაზაფხულო სემესტრი და ჩვენი საშეღავათო პოლიტიკიდან გამომდინარე, არცერთ სტუდენტს არ შეუჩერდება სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. ყველა სტუდენტისთვის განცხადების გარეშე შეიძლება, რომ გადავადდეს საფასური, თუ მას უნდა რომ გადაუვადდეს ეს გადასახადი“.

მისივე თქმით, საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები ეხებათ, როგორც დამამთავრებელი კურსის, ასევე არადამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც.

„არადამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გახანგრძლივდა თანხის გადახდის ვადა და შემოდგომის სემესტრის დასაწყისამდე, სავარაუდოდ 15 სექტემბრამდე ექნებათ საშუალება გადახდისა“, - ამბობს რექტორი.

მისივე თქმით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, საკუთარი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად შეუძლიათ აირჩიონ გადახდის თარიღი - ეს იქნება სექტემბერში, თუ სექტემბრამდე.

„მხოლოდ ის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებსც აქვთ ფინანსური სირთულეები და ამის გამო ვერ შეძლებენ სწავლის საფასურის გადახდას, მათთვის დასკვნითი გამოცდების ძირითადი ვადები დაინიშნება სექტემბერში. დამამთავრებელი კურსის ის სტუდენტები, რომლებიც თანხის გადახდას შეძლებენ ჩვეულებრივ ვადაში, დაამთავრებენ უნივერსიტეტს ანუ ვინც იხდის ჩვეულ ვადებში, დაასრულებს უნივერსიტეტს ჩვეულ რეჟიმში“.

უნივერსიტეტს გეგმა აქვს, იმ შემთხვევაშიც, თუკი სტუდენტმა საფასურის გადახდა ვერც შემოდგომით მოახერხა: „თუ გაჩნდა რეალობა, როდესაც სექტემბერშიც სტუდენტებს გაუჩნდათ ფინანსური პრობლემები, ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდება უნივერსიტეტის შინაგანაწესის 41-ე მუხლი და უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ინდივიდუალურ გრაფიკს სწავლის საფასურის გადახდის“.

სამცხე-ჯაავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს. უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრის მიხედვით, გადასახადის გადახდა სტუდენტს რამდენიმე ეტაპად შეუძლია.

[რიმა სარუხანიანი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
გადახდის მოსახერხებელი პირობები საქართველოს უნივერსიტეტისგან [R]
ახალციხის მაჟორიტარი სტუდენტების დახმარებას პრეზიდენტსაც სთხოვს
სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება