FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში

მთავარისიახლე, სამართალი 14.11.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ბათუმის რაიონულ პროკურორად დაინიშნა, ბათუმის რაიონული პროკურორი კი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს.

საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის უკვე ყოფილი მოადგილე გიორგი ბახტაძე. ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

სამცხე–ჯავახეთისა და აჭარის საოლქო პროკურატურებში ახალდანიშნული პროკურორები სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან, 14 ნოემბრიდან შეუდგნენ.

სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორის მოადგილე გიორგი ბახტაძე ბათუმის რაიონულ პროკურორად დაინიშნა, ბათუმის რაიონული პროკურორი გიორგი მოსაშვილი კი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფორსი გახდა.

ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია. ამ თანამდებობაზე გიორგი ბახტაძე 2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობდა. მანამდე კი ის, 2013 წლის ნოემბრიდან, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო. მას შემდეგ რაც ბახტაძე ოლქის პროკურორის მოადგილედ გადაიყვანეს, ეს პოზიცია ვაკანტური იყო და გიორგი მოსაშვილი სწორედ ამ თანამდებობაზე დანიშნეს.

მოსაშვილი ბათუმის რაიონულ პროკურორად 2014 წლის პირველი აგვისტოდან მუშაობდა.

მან პროკურატურაში მუშაობა 2000 წელს დაიწყო. 2002 წლამდე იყო ხაშურის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის სტაჟიორი. იმავე წელს მუშაობა განაგრძო ხაშურის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ. 2002-2004 წლებში იყო თბილისის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწე იყო. 2004-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწედ. 2005-2007 წლებში ეკავა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. 2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2008-2012 წლებში მუშაობა განაგრძო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორად. 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად. 2013-2014 წლებში ეკავა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ოლქის ახალი პროკურორი
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში
ახალციხის რაიონულ პროკურატურას ორი ახალი პროკურორი დაემატა
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი თანამშრომლებს შეხვდა