FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა

მთავარიპოლიტიკა 13.05.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთ მოადგილედ მალხაზ ჟუჟუნაძე დაინიშნა. რა მიმართულებას ჩაიბარებს ჟუჟუნაძე ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
მალხაზ ჟუჟუნაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად მიმდინარე წლის 10 მაისს დაინიშნა. გამგეობაში განმარტავენ, რომ ჟუჟუნაძე გამგებლის მოადგილის პოსტზე კონკურსის გამოცხადებამდე დარჩება. ჟუჟუნაძემდე ამ პოსტზე ავთანდილ თელიაშვილი მუშაობდა.

”ვინაიდან, გამგეობის იურისტმა თორნიკე ხმალაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ავთანდილ თელიაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ იურიდიულ სამსახურში გადაგვეყვანა. შესაბამისად, მისი თანამდებობა ვაკანტური გახდა”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი.

აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსია 8 მაისს გამოცხადდა.

”რვა მაისსვე დავწერე განცხადება, 9 მაისს გაგებელმა გამომიძახა და მითხრა, რომ თანხმა იყო ამ სამსახურში დამეწყო მუშაობა. ისევე, როგორც გამგეობის ყველა თანამშრომელი, მეც კონკურსის გამოცხადებამდე დავრჩები სამსახურში. თუმცა, კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ”, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

კვალიფიციური და გამოცდილი პიროვნება - ასე ახასიათებს ახალ მოადგილეს იურიდიული სამსახურის უფროსი.

მალხაზ ჟუჟუნაძემ 1991 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. ასევე, დაამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა, საერთაშორისო უთიერთობებისა და საგარეო ვაჭრობის სპეციალობით, ხოლო 2000-2005 წლებში ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

”1991 წელს დავიწყე შრომითი საქმიანობა.1994 წლამდე ახალციხის რაიონის გამგეობაში სოც. უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად ვმუშაობდი. შემდგომ სახელმწიფო განყოფილების მთავარ სპეციალისტად. 1994 წელს სამართალდამცავ სტრუქტურებში დავიწყე მუშაობა, კერძოდ რაიონულ პოლიციაში, კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთა ბრძოლის განყოფილების უფროსად. აღნიშნული განყოფილების გაუქმების შემდეგ სამმართველოში იგივე განყოფილება ჩამოყალიბდა, სადაც ყველა საფეხური გავიარე. ვიყავი უფროსი ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და შემდეგ სამმართველოს უფროსი”, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

სამართალდამცავ სტრუქტურებში 2005 წლამდე მუშაობდა. 2005 წელს №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. 2007 წლის 4 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შენახის ფაქტზე დააკავეს.

”პოლიტიკური ნიშნით დამაკავეს და დღემდე ვდაობ ამ საკითხთან მიმართებაში, რომ კანონიერად მოხდეს ამ საქმის შესწავლა”, - ამბობს ჟუჟუნაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ნიშნით შეარჩია მოადგილე ასპინძის გამგებელმა?
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
გამგეობის ყოფილი იურისტი: ‘იმათ გაუგრძელეს ჩუმად ხელშეკრულებები, ვინც აწყობდათ’
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი შტატი დაუშვეს