FM97.5 / LIVE

კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

მთავარი 17.01.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად კახა კოპაძე დაინიშნა

კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ხითარიშვილის განმარტებით აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა უფროსმა იური ზარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. კახა კოპაძე მუშაობას 10 იანვრიდან შეუდგა.

კახა კოპაძე ამბობს, რომ კულტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. რადგან სამი წლის განმავლობაში ”მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში” მმართველის მოადგილედ მუშაობდა.

კახა კოპაძემ 1991 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. თუმცა, მას შემდეგ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა.

”ძალიან ბევრ სამსახურში მიმუშავია. მელიორაციის სადგურის ხელმძღვანელიც ვიყავი. 14 წელი შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურე. ამის შემდეგ, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვმუშაობდი. ასევე, ვმუშაობდი ბუნებრივი რესურსების სააგენტოშიც”, - ამბობს კახა კოპაძე.

კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში ამ ეტაპზე ხუთი თანამშრომელი მუშაობს. კახა კოპაძე განმარტავს, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს. რადგან ამ სამსახურში გამოციდილი თანამშრომლები მუშაობენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი კახა კოპაძე გარდაიცვალა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
პრობლემები ახალციხის სახანძროში
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა
ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ
მესხეთის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა