FM97.5 / LIVE

საგანგაშოა თუ არა ბავშვებში გავრცელებული ვირუსული ინფექცია

მთავარი 10.06.2013
”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში მცირეწლოვანთა მიმართვიანობამ იმატა; რას უკავშირებენ მედიკოსები პატარებში გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას;

საგანგაშოა თუ არა ბავშვებში გავრცელებული ვირუსული ინფექცია
ბოლო პერიოდში რესპირატორული ვირუსით ძირითადად 0-3 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან.

”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულების პედიატრის, ბავშვთა ინფექციონისტის ნესტან უშხვანის თქმით, საავადმყოფოში მომართვიანობამ იმატა და ეს სეზონს უკავშირდება: ”ყოველწლიურად ზაფხულის დასაწყისში ვირუსული ინფექციების გავრცელების ალბათობა იზრდება და შესაბამისად პაცინეტთა რაოდენობაც მატულობს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პაციენტთა რაოდენობა საგანგაშოდაა გაზრდილი”.

უშხვანი დაინფიცირებულ ადამიანებს, სახლში დარჩენას ურჩევს: ”დავირუსებული ადამიანი ინფექციის გადამტანია. ამიტომ უმჯობესია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდოს, რათა სხვაც არ დააინფიციროს. ასეთ პერიოდში ხალხმრავლობას ჯანმრთელი ადამიანიც უნდა ერიდოს, ან პირბადით იაროს. მოგეხსენებათ, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და გადადების ალბათობა დიდია”.

მისივე თქმით, რესპირატორული ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს: ”ეს ჩვეულებრივი ვირუსია. დაინფიცირებულმა მაღალი სიცხის შემთხვევაში სიცხის დამწევი საშუალება უნდა მიიღოს, ასევე ბევრი სითხე და ვიტამინებით მდიდარი საკვები. აუცილებელია, ავადმყოფის ოთახი ნიავდებოდეს და ლაგდებოდეს სველი წესით. გართულებების შემთხვევაში უნდა მიაკითხონ ექიმს”.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რესპირატორული ვირუსის კერა არ არსებობს და შესაბამისად საგანგაშოც არაფერია.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა  ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში
როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის
ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო