FM97.5 / LIVE
როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან

როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან

მთავარი 13.02.2013
გაზაფხულზე ვირუსული ინფექციების გავრცელების საფრთხე მატულობს. როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან
მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა, მედიკოსების თქმით, გამოზაფხულება ჯერ ნაადრევია. მითუმეტეს, რომ სწორედ ამ პერიოდში იზრდება სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების საფრთხე. ამას ისიც ემატება, რომ ადამიანს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებებს ვერ უმკლავდება.

ინფექციები განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და იმ ადამიანებისთვისაა საშიში, რომლებიც ქრონიკული დაავადებების მატარებლები არიან. ამიტომ, ექიმები გვირჩევენ, რომ მცირე გაცივების შემთხვევაშიც კი სიმპტომები უყურადღებოდ არ დავტოვოთ. საჭიროა მივიღოთ c ვიტამინი და დიდი რაოდენობით სითხე. მაღალი სიცხის შემთხვევაში აუცილებელია მივიღოთ სიცხის დამწევი პრეპარატები.

თუ გრიპი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაივლის, კლინიკა ”ჯანმრთელობის სახლის” ექიმი-იფექციონისტის ანაიდა ლოკიანის თქმით, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს: ’გართულებების შემთხვევაში სახლის პირობებში მკურნალობა დაუშვებელია. დაავადება შეიძლება გართულდეს და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვიოს’.

რესპირატორიულ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება H1N1-ც. ლოკიანის განმარტებით, H1N1, რომელსაც ’ღორის გრიპის’ სახელით ვიცნობთ, ჩვეულებრივი გრიპის მსგავსია და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები როცა მტავრდება პაციენტის გარდაცვალებით.

-’ეს არის ყველაზე მძიმე ვირუსი, რომლის გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს’, - ამბობს ანაიდა ლოკიანი.

შეგახსენებთ, რომ H1N1-ის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 80 შემთხვევა. სამი პაციენტი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გრიპის სეზონი საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

იმისათვის, რომ თავი დავიცვათ გრიპის ვირუსისაგან, ექიმების რჩევები უნდა გავითვალისწინოთ: უნდა ჩავიცვათ სეზონის შესაფერისად, უნდა მივიღოთ ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტი, საკვები რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და ბოსტნეული.

ექიმი ინფექციონისტი ანაიდა ლოკოიანის თქმით ნატურალური წვენები უნდა შევინახოთ დახურულ მინის ჭურჭელში, მზისგან მოშორებით, რადგან მზის სხივის მოხვედრის შემთხვევაში ვიტამინი C იშლება. ასევე მუდმივად უნდა გავანიავოთ სახლი, დავიცვათ ჰიგიენა და ვაკონტროლოთ ოთახის ტემპერატურა. მისივე თქმით, აუცილებელია მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, რადგან ნებისმიერი სტრესი იმუნიტეტის დაქვეითების ფაქტორია.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა
იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა  ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
ექიმი გვირჩევს: ვირუსული ინფექციები [Video]
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა