FM97.5 / LIVE

რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2019
11 იანვრის მონაცემებით, ამ სეზონზე, „ღორის გრიპით“ გარდაცვალების 15 შემთხვევა ლაბორატორიულადაა დადასტურებული. გაიგეთ როგორ უნდა მოიქცეთ ვირუსის თავიდან ასარიდებლად და რა უნდა გააკეთეთო დაინფიცირების შემთხვევაში?

რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის

რა არის H1N1 ვირუსი, იგივე „ღორის გრიპი“?

გრიპის სეზონი ყოველი წლის მე–40 კვირას იწყება და მომდევნო წლის მე–20 კვირას მთავრდება. გავრცელებული ვირუსები კი სამ ძირითად A, B და C ჯგუფებად იყოფა. ამჟამად საქართველოში A ტიპის ვირუსია გავრცელებული. H1N1 ვირუსი შესაძლოა ორ კვირამდე გაგრძელდეს, განსაკუთრებით საშიში კი ვირუსით გამოწვეული გართულებებია. მათ შორის საყურადღებოა პნევმონია (ე.წ. ფილტვების ანთება), რაც ხშირად ლეტალური შედეგის მომტანია. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ფილტვის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის, თირკმლის ან გულის დაავადება, ასთმა, დიაბეტი, აივ/შიდსი, ასევე მაღალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან 19 წლამდე და 65 წელს ზემოთ მყოფი პირები, ორსულები და ბავშვები.

როგორ გავიგოთ H1N1 ვირუსი შეგვეყარა თუ უბრალოდ გავცივდით?

ჩვეულებრივი გაციებისგან განხსვავებით, გრიპის სიმტომები უცბად ჩნდება და თან ახლავს მაღალი სიცხე, ასევე ყელის ან თავის ტკივილი. შესაძლოა კუნთების და სახსრების ტკივილიც.

რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის

რეკომენდაციები

• ხშირად დაიბანეთ ხელი საპნით, ან დაიმუშავეთ სპირტიანი სადეზინფექციო საშუალებებით;

• დეზინფექცია ჩაუტარეთ იმ ნივთებს, რომლებსაც ხშირად იყენებთ;

• მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის;

• ეცადეთ ხელით არ შეეხოთ თვალს, ცხვირსა და პირს;

• მიიღეთ ანტივირუსული პრეპარატები ექიმის დანიშნულებით (ანტივირუსული პრეპარატები არ არის ანტიბიოტიკები);

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და მიირთვით ისეთი პროდუქტი, რომელიც მდიდარია ვიტამინებით;

• რეკომენდირებულია სამუშაო სივრცის და თავშეყრის ადგილების სველი წესით დამუშავება და ხშირი განიავება;

როგორ მკურნალობენ H1N1 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში

• გრიპის სამკურნალოდ იყენებენ ანტივირუსულ პრეპარატებს, განსაკუთრებით ეფექტურად კი პრეპარატი „ტამიფლუ“ მიიჩნევა. მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს.

• პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სახლში და სასურველია იწვეს მშვიდ გარემოში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე.

• მნიშვნელოვანია დაცემინებისა და ხველების დროს ერთჯერადი ხელსახოცის აფარება და ხელების ხშირი დაბანა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექიმი გვირჩევს: H1N1 – ‘ღორის გრიპი’ [Video]
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
პაატა იმნაძე: გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გრიპთან დაკავშირებით
ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა