FM97.5 / LIVE

ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.09.2019
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, პაპილომა ვირუსზე უფასო აცრები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 753, 10–11 წლის გოგონა უნდა აიცრას.

ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის ლია ზედგინიძის განმარტებით, ვირუსზე აცრის მსურველებმა, სადაც საცხოვრებლად არიან რეგისტრირებული, იმავე დასახლებაში არსებულ კლინიკებს უნდა მიაკითხონ.

„პირველი სექტემბრიდან დავიწყეთ აცრები, ჯერ ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მოდიან გოგონები ასაცრელად. სოფლის ექიმებმა აღრიცხეს ისინი, ვისაც უნდა ჩაუტარდეს აცრები. ვაქცინები, ამის მიხედვით გამოვიწერეთ. ასეთი 753 გოგონაა“, – ამბობს ლია ზედგინიძე.

მისივე თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე, პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები იგეგმება.

უკვე გადამზადებულები არიან სოფლის ექიმები და კლინიკების ექიმები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. პაპილომა ვირუსის იმუნიზაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი დანერგილია და სამცხე–ჯავახეთში პირველად განხორციელდება.

აცრები, სამცხე–ჯავახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.

რა არის პაპილომა ვირუსი

პაპილომა ვირუსი დნმ–ს შემცველი ვირუსია და მისი გადაცემა ძირითადად სქესობრივი გზით ხდება. იგი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზს წარმოადგენს.

პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.

ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო.

ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ვირუსის ე.წ. მაღალი რისკის გენოტიპებით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში პაპილომა ვირუსზე აცრები იწყება
რატომ ეშინიათ პაპილომა ვირუსზე აცრის გაკეთების
ექიმი გვირჩევს: როგორ მიმდინარეობს პაპილომა ვირუსზე აცრები [აუდიო]
ექიმი გვირჩევს: პაპილომა ვირუსი [ვიდეო]
ექიმი გვირჩევს: საშვილოსნოს ყელის კიბო[Video]
"ექიმი გვირჩევს" – საშვილოსნოს ყელის კიბო [Audio]
კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება