FM97.5 / LIVE

ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.12.2018
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედს“ მაღალი ტემპერატურით, ხველითა და თავისტკივილის ჩივილით დღის განმავლობაში არაერთი პაციენტი აკითხავს. მედიკოსების ინფრომაციით ამ ეტაპზე სტატისტიკა საგანგაშო არ არის.

ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა

ზამთრის დადგომასთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსიანი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ახალციხის საავადმყოფოები ვირუსის გამო მოთავსებული პაციენტების ზუსტ სტატისტიკას არ გვაწვდიან, თუმცა ამბობენ, რომ „პალატები სავსეა“.

„საგანგებო რეჟიმში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ პალატები სავსეა. არის პნევმონიის, ბრონქიტის და ზედა სასუნთქის გზების დაავადებების შემთხვევები. ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან ჩვენთან“, – გვითხრეს „იმედში“.

გაზრდილია მიმართვიანობა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც, აქ გრიპის ვირუსის გამო მკურნალობას როგორც პატარა, ასევე უფროსი ასაკის პაციენტები გადიან.

„ყველა ასაკის პაციენტი შემოდის. ეს არის გრიპის მაგვარი დაავადება. პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება და ხველება. ნამდვილად გაზრდილია მომართვიანობა, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი პაციენტი მივიღოთ“, – აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

ამავე საავადმყოფოს ექიმი–ინფექციონისტი ნესტან უშხვანი მოსახლეობას ურჩევს თავი შეიკავონ ვურუსიან ადამიანთან კოტაქტისგან და ხშირად დაიბანონ ხელები: „ავადმყოფისგან დისტანცირებული უნდა ვიყოთ. დაავადების შემთხვევაში კი პაციენტმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს, ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით და სიცხის დამწევი საშუალებები დალიონ. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს მაღალი სიცხე, ხველება, თავის ტკივილი და ღებინება აქვს,სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, მსუბუქი ვირუსუს დროს კი ექიმი არ არის საჭირო“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის შემთხვევები დეკემბრის ბოლოსთვის კიდევ მოიმატებს. თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი ხდება.

ამავე ცნობით, გრიპის ვირუსი ყველა აკასობრივ კატეგორიაშია გავრცელებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელი არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს.

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპის მსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო“, - განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან განმარტა, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის
პაატა იმნაძე: გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია