FM97.5 / LIVE

ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2020
ცხელება, ღებინება, სისუსტე და უმადობა - ამ სიმპტომებით კლინიკებს არაერთმა პაციენტმა მიაკითხა, უმეტესობა ბავშვია. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ იანვრის პირველ კვირაში გრიპის ვირუსის პიკი იყო. ისინი ადგილობრივებს ვაქცინაციის გაკეთებას ურჩევენ.

ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედში“ ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციებით ბვერი პაციენტი მიდის. ვირუსი ძირითადად 0–დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებშია გავრცელებული.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ბავშვთა განყოფილებაში დღეში მინიმუმ 18-20 პაციენტი შედის. კლინიკის მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის თქმით, პაციენტებს ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და პნევმონია აქვთ.

„0–დან 7 წლამდე ბავშვები არიან. 20 პაციენტი მაინც გვყავს ხოლმე, თუმცა ეს რიცხვიც ცვალებადია, სეზონური ვირუსია“, - ამბობს კუჭუხიძე.

პაციენტებით სავსეა კლინიკა „იმედიც“, აქ მნახველების შესვლა შეზღუდულია და კლინიკის ბავშვთა განყოფილების შესასვლელს „კარანტინი“ აწერია.

ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას, ჰიგიენის დაცვასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მორიდებას გვირჩევენ.

„ცხელება რამდენიმე დღის განმავლობაში, საერთო სისუსტე, სითხისა და საკვების მიუღებლობა, ღებინება ეს ის ნიშნებია, რის გამოც უნდა მიაკითხოთ ექიმს. ჩვენთან პაციენტები ძირითადად 0–დან ხუთ წლამდე ბავშვები არიან, ასევე არიან მოზრდილებიც. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, მოერიდნონ თავშეყრის ადგილებს და მიიღონ ვიტამინები. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება და გრიპის ვაქცინაცია“, - ამბობს პედიატრი გულიკო თათეშვილი.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა პიკი მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირა იყო.

„ამბულატორიული მკურნალობის 55 შემთხვევა დავაფიქსირეთ, ხოლო ჰოსპიტალიზაციის – 33. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველი კვირის ჩათვლით მიმართვიანობა მომატებულია“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანია: „უპირველესია ვაქცინაცია, სახელმწიფომ შეიძინა ვაქცინა და გარკვეულ რისკჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ აცრა. წელს ბევრი მსურველიც იყო ამ ვაქცინაციის, ვიდრე გასულ წელს. რისკჯგუფები თითქმის 100 პროცენტით აიცრა“.

ვირუსების კიდევ ერთ „ტალღას“ თებერვალში ელოდებიან. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, უფასოდ გაიცემა.

„2019 წლის 31 დეკემბრიდან ჩვენთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გაიცემა „ტამიფლუ“ უსასყიდლოდ, ორსულებზე და სოციალურად დაუცველებზე, ვისი სარეიტინგო ქულა 100 000 ქვემოთაა. მათ უნდა წარმოადგინონ ფორმა ასი, რეცეპტი და პირადობა“, - განმარტავენ ცენტრში.

ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში
ვის და სად შეუძლია გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა
ახალციხეში გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ არ იყიდება
ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია