FM97.5 / LIVE

ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.03.2018
ქალაქ ვალეში საზეიმოდ გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ბაღის რემონტს თან ახლდა უხელფასოდ დარჩენილი მუშების საპროტესტო აქციები. ერთ–ერთმა მუშამ კი თავი ჩამოიხრო.

ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა

ვალეში საბავშო ბაღი, სადაც 210 აღსაზრდელია, გუშინ, 12 მარტს, საზეიმოდ გახსნეს.

შენობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მისი შეკეთება 600 000–მდე ლარი დაჯდა.
შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა და ელექტრო გაყვანილობა და შეიღება შენობის გარე-ფასადი.

ბაღს ახალი ავეჯი, სამზარეულოს ტექნიკა და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი, საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-მა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ შეუძინეს.

ვალის ბაღში სწავლა სარემონტო სამუშაოების გამო 2017 წლის 9 ივნისს შეწყდა და ამავე წლის 20 სექტემბერს უნდა განახლებულიყო. თუმცა, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ნუგზარ სარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამშენებლო სამუშაოები სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დასრულდა. მაშინ მერიამ შპს „ქრისტინე სარაშვილი“ დააჯარიმა. მას ყოველდღიურად 950 ლარის გადახდა დააკისრა.

გასული წლის ბოლოს ვალეს საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელფასებს დროულად ვერ იღებდნენ. აქციებიდან მესამე დღეს, ერთ–ერთი მათგანი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. მაშინ მშენებელმა, ნუგზარ სარაშვილმა, შექმნილი ვითარება მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციით ახსნა. სარაშვილი აცხადებდა, რომ სხვადასხვა დოკუმენტების და სახაზინო კოდების განახლებისა და შეცვლის გამო ხელფასების დარიცხვა დროში გაჭიანურდა.

ვალეში ორი საბავშვო ბაღი ფუქნციონირებს. მეორე საბავშვო ბაღი ე.წ. მეორე შახტის დასახლებაშია.

ბაღის გახსნის ცერემონიას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და World Vision–ის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის კოორდინატორი ნინო ლომიძე ესწრებოდნენ.

ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა

ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა

ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა
ფოტოები: © ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ყვიბისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა