FM97.5 / LIVE

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.06.2015
დღეს, 11 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს, ეგრეთ წოდებული „მეორე შახტის“ დასახლებაში, 40 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ერთლობრივი ძალებით განხორციელდა.
შენობის სრულ რეაბილიტაციას 67 ათასი ლარი მოხმარდა. კეთილმოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, მოპირკეთდა გარე ფასადი და ეზო, ასევე ეზოში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი. ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.

საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების ვალდებულება აიღო, ამ მხრივ მოთხოვნილება განსაკუთრებით გაიზრდა. სწორედ ამიტომ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა გახსნის ცერემონიალზე მხარის გუბერნატორმა.

ახლადგახსნილ საბავშო ბაღში, რომელიც 40 - მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, 7 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

ადგილობრივები ბაღის გახსნას დადებითად აფასებენ. ბოლო ათეული წლების განმავლობაში აქ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებდა და ამის გამო მოშორებით მდებარე საბავშვო ბაღში უწევდათ პატარების ტარება.

სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ცხრა საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 450 აღსაზრდელია. გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა აწყურის, აგარის, მუსხისა და სხვილისის საბავშვო ბაღებს. მთლიანად სამცხე–ჯავახეთში კი ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის 57 დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს 4500-მდე ბავშვი ეუფლება. ბოლო პერიოდში მხარის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 ბაგა-ბაღს, მოხდა მათი ინვენტარითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა. ეს არის უკვე მე-5 ახალი საბავშვო ბაღი, გარდა ამისა წლის ბოლომდე დასრულდება მხარის მასშტაბით კიდევ 6 საბავშვო ბაღის მასშტაბური რეაბილიტაცია.

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ყვიბისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
დაბა ასპინძაში ორი ბაღი რემონტდება – პროექტის ღირებულება 900.000 ლარია
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა