FM97.5 / LIVE

ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.10.2017
ვალეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები სექტემბრის ნაცვლად წლის ბოლოს დასრულდება; მშენებელ კომპანიას სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო აჯარიმებენ;

ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები ორ ეტაპად ტარდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ირწმუნებოდა, რომ ბაღში რემონტი სექტემბრის ბოლოს დასრულდებოდა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 16 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოფიცილაურ ფეისბუქის გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ საბავშვო ბაღში რემონტს წლის ბოლოს დაასრულებენ.

„შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, გაიხსნება დამატებითი ჯგუფები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 250-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს“, – ვკითხულობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სარემონტო სამუშაოების დაგვიანების მიზეზად სამშენებლო კომპანიის, შპს „ქრისტინე სარაშვილის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობას ასახელებენ.

„კომპანიამ 20 სექტემბერს რემონტი ვერ დაასრულა, ამიტომ ამ დღიდან მას ყოველდღიურად ჯარიმა 950 ლარი ეკისრება“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ინფრასტრუქტურის საკითხებში ნოდარ ბალახაშვილი.

შპს „ქრისტინე სარაშვილის“ ხელმძღვანელი ნუგზარ სარაშვილი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით ხსნის: „ავად ვიყავი, საავადმყოფოში ვიწექი, ამიტომ მომარაგება ვეღარ შევძელი. ვაგრძელებთ მუშაობას, იატაკები დაგვრჩა და დავასრულებთ“.

გამგეობაში აცხადებენ, რომ შენობაში შიდა სამუშაოები ნოემბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება და სასწავლო პროცესი მალევე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ვალე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების გამო უხელფასო შვებულებაში გასვლისთვის პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქ სულ 23 პირია დასაქმებული.

პროექტი ფინანსდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2 ეტაპად და მისი ჯამური ღირებულება 600 000 ლარამდეა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება
ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად  ტენდერი უნდა გამოაცხადონ
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ახალციხის ორ ბაღში სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება
ახალციხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ®
ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა