FM97.5 / LIVE

გამოკითხვა: უნდა გაიზარდოს თუ არა ბორჯომის მერიაში ხელფასები [Video]

მთავარისიახლე, SK TV, გამოკითხვა 06.03.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიას გაზრდილ ხელფასებს არ უმტკიცებს. ამის გამო მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ კიდეც. მოსახლეობის მოსაზრება თვითმმართველობაში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირია.

გამოკითხვა: უნდა გაიზარდოს თუ არა ბორჯომის მერიაში ხელფასები [Video]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მესამე თვეა უხელფასოდ მუშაობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ბორჯომის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს შორის ვითარება ისე დაიძაბა, რომ მხარეები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.



შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიაში ვითარება 28 თებერვალს, საკრებულოს იმ სხდომის შემდეგ დაიძაბა, რომელზეც მერიის ხელფასების გაზრდის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა. ამის გამო მერიის თანამშრომლებმა იმ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე კაბინეტში გამოკეტეს. მეორე დღეს კი გამოაცხადეს, რომ გაიფიცნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.

ოპოზიცური პარტიების დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელფასების მომატებას ისინი მხარს არ დაუჭერენ. მიუხედავად ამისა, მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე მესამედ ისევ გაზრდილი ხელფასების ნუსხა წარუდგინა. სხდომა ცხრა მარტს დაინიშნა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო, საქართველოს მასშტაბით ერთადერთია, სადაც მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავს. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 "ქართულ ოცნებას", 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს.

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი – ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ხელფასებთან დაკავშირებით ბორჯომის მერია და საკრებულო პოზიციებს არ ცვლიან
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს