FM97.5 / LIVE

ხელფასებთან დაკავშირებით ბორჯომის მერია და საკრებულო პოზიციებს არ ცვლიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.03.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს დასამტიცებლად კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს. საბიუჯეტო სამსახურს დოკუმენტი უკვე მზად აქვს. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ხელფასების იმ ოდენობით მატებას, როგორც ამას მერია ითხოვს, მხარს ისევ არ დაუჭერენ.

ხელფასებთან დაკავშირებით ბორჯომის მერია და საკრებულო პოზიციებს არ ცვლიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს დოკუმენტი, რომელსაც საკრებულოს დღეს, ხუთ მარტს 18:00 საათმდე გადაუგზავნის მზად აქვს. მერიაში აცხადებენ, რომ ხელფასებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია და თანხის მატებას იგივე რაოდენობით ითხოვენ, როგორც ეს წარმოდგენილი გასულ სხდომებზე ჰქონდათ.

„ერთადერთი მხოლოდ მერის ხელფასი რჩება იგივე 2 650 ლარი, ანუ 2017 წელს რაც იყო განსაზღვრული. ლევან ლიპარტია არ ითხოვს ხელფასის მომატებას“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ისევე როგორც მერიის, ასევე უცვლელია ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობის პოზიციაც.

„ჩვენ ისევ არ დავუჭერთ მხარს ხელფასების იმ ოდენობით გაზრდას როგორც ეს მერიაში სურთ. თანამდებობის პირებისთვის მაქსიმუმ 200 ლარით მატებაზე ვიყოთ თანახმა. რაც შეეხება რიგით თანამშრომლებს, მათთვის ხელფასების გაზრდას მანამდეც ვუჭერდით მხარს და არც ახლა ვიქნებით წინააღდეგი“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და ამატებს, რომ სხდომას მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში დანიშნავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელფასების საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, შესაძლოა თვითმმართველობაში ვითარება ისევ დაიძაბოს: „ვერავის მოვთხოვ უხელფასოდ იმუშაოს. მესამე თვეა თანამშრომლებს ხელფასები არ მიუღიათ. არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან პროტესტი კვლავ განახლდეს“.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიამ სამდღიანი პროტესტი შემდეგ მუშაობა დღეს, ხუთ მარტს განაახლა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიაში ვითარება 28 თებერვალს, საკრებულოს იმ სხდომის შემდეგ დაიძაბა, რომელზეც მერიის ხელფასების გაზრდის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა. ამის გამო მერიის თანამშრომლებმა იმ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე კაბინეტში გამოკეტეს. მეორე დღეს კი გამოაცხადეს, რომ გაიფიცნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა გაიზარდოს თუ არა ბორჯომის მერიაში ხელფასები [Video]
ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო