FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.01.2018
ბორჯომის საკრებულო რიგგარეშე სხდომას 31 იანვარს გამართავს, აღნიშნულ სხდომაზე თვითმმართველობის თანამშრომლების ხელფასების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა დანიშნეს. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილის აცხადებს, სხდომის ჩანიშვნის მიზეზი თვითმმართველობაში ხელფასების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები არ ყოფილა: „სხვა საკითხები გვაქვს განსახილველი, მაგრამ ბუნებრივია ხელფასების შესახებაც ვიმსჯელებთ“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიაწოდონ ხელფასები საკრებულოს დასამტკიცებლად, ამ წუთებშიც მუშაობენ. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ შრომითი ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელი დარჩეს: „გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, ჯერ არ ვიცით რა იქნება, ამ საკითხს ამუშავებენ“.

„გამორიცხული არაფერია, შესაძლოა ისევ გაზრდილი ხელფასები მოგვაწოდონ დასამტკიცებლად“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი და ამატებს, რომ ამ ჯერად მათ მერიას ხელფასების რეგულირებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკითხების წარდგენა ცალ–ცალკე სთხოვეს: „მათ წინა სხდომაზე საშტატოც და ხელფასებიც ერთად წარმოგვიდგინეს. იფიქრეს, თუ საშტატოს დავამტკიცებდით ხელფასების რეგულირების საკითხიც გარკვეული იქნებოდა, თუმცა ასე არ არის“.

მომავალი სხდომა ერთ კვირაში, 31 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება. თვითმმართველობაში იმედოვნებენ, რომ ამის შემდეგ 125 თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხეფლასების დარიცხვა ვერ შეძლეს, მიზეზი ის იყო რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. სირთულე კი იმან შექმნა, რომ 18 აინვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტიცებას ითხოვდა, ამას კი დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცადებენ, რომ ხელფასების მატებას ხელს არც ამჯერად აუწევენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა