FM97.5 / LIVE

ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 14.03.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხს განიხილავენ, 16 მარტს დანიშნა.

ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე

რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ერთ, ხელფასების ზრდის საკითხს დაეთმობა. სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ, გუშინ, 13 მარტს, მიიღო.

მომავალ სხდომას „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც დაესწრებიან.

„ყველა შევალთ სხდომაზე და იმედი გვაქვს, რომ ხელფასები დამტკიცდება. ალბათ ოპოზიციური პარტიების დეპუტატების ნაწილი მხარს დაგვიჭერს“, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კვირკველია.

შეგახსნებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხელფასების მატების საკითხს მეშვიდედ განიხილავს. ბოლოს საკრებულოს აღნიშნულ თემაზე 9 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა, საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე მერიას უკან დაუბრუნა. ამის გამო 9 მარტს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდა. 28 თებერვალს კი სხდომას დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, შენობაში რამდენიმესაათიანი აურზაური, მეორე დღეს კი მერიის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მოჰყვა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის
ბორჯომის მერი 10 მარტს ბრიფინგს გამართავს
ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან