FM97.5 / LIVE

ბრალდებული: 'ჩვენება ზეწოლით მიმაცემინეს'

მთავარისამართალი 29.05.2013
'ხვედელიანი რომ დააკავეს, იმ დღეს სამსახურში ვიყავი. ისე გაუხარდათ, რომ ნადიმი გამართეს. მამუკას ოთაში სუფრა გაშალეს, კომპიუტერში მუსიკები ჩართეს და ცეკვავდნენ', - განაცხადა დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გიორგი ლომიძემ, რომელსაც, ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსთან, მამუკა ხვედელიანთან ერთად, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი.

ბრალდებული: 'ჩვენება ზეწოლით მიმაცემინეს'
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის მორიგი სასამართლო პროცესი, დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი ლომიძის დაკითხვით დაიწყო.

გიორგი ლომიძე შსს ორგანოებში 2004 წლიდან მუშაობდა. მისი თქმით, გასული წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბორჯომის სამმართველოში წამყვან თანამდებობებზე კადრები შეიცვალა და ახალმოსულები ყოფილი თანამშრომლების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ: 'თათბირზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ტალახაძემ და მისმა მოადგილემ ხორბალაძემ მკითხეს, შენ ის არ ხარ ყოფილ ხელისუფლებას რომ მისტირიო?!'

ლომიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ახალდაბის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს: 'მითხრეს, ჩვენ შენი დაჭერა არ გვინდა, 'სპიკე' [მამუკა ხვედელიანის მეტსახელი] გვაინტერესებსო. მთხოვდნენ მეთქვა, რომ რესტორან 'გურჯებიდან' წამოყვანილი ადამიანები უმიზეზოდ ხვედელიანმა დაგვაკავებინა, მაგრამ ასე არ მითქვამს, რეალური ჩვენება მივეცი'.

ამის შემდეგ, ლომიძეს ხელბორკილები დაადეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს: 'მოვიდა იქ გამომძიებელი ვანო კაჭკაჭიშივილი და მითხრა, შენ მაინც ციხეში გაგიშვებთ, ამიტომ, სჯობს ისეთი ჩვენება მოგვცე, როგორიც ჩვენ გვინდაო. ამის შემდეგ მივეცი სხვა ჩვენება და გირაოთი გამათავისუფლეს'.

ლომიძემ პროცესზე განაცხადა, რომ იგი ადასტურებს პირველ ჩვენებას, მეორეს კი უარყოფს. ასევე განმარტა, რომ როცა დანაშაული დაიბრალა, ადვოკატიც თან ახლდა: 'ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ სხვა გზა არ მქონდა, დამაპატიმრებდნენ'.

პროკურორის კითხვაზე - რა ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ლომიძემ უპასუხა, რომ მას ფიზიკურად არავინ შეხებია და გამომძიებელი მასზე ზეწოლას ფსიქოლოგიურად ცდილობდა.

'ხვედელიანი რომ დააკავეს, იმ დღეს სამსახურში ვიყავი. ისე გაუხარდათ, რომ ნადიმი გამართეს. მამუკას ოთაში სუფრა გაშალეს, კომპიუტერში მუსიკები ჩართეს და ცეკვავდნენ', - განაცხადა სასამართლო პროცესზე ლომიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ახალციხის რაიონულ სასმართლოში, მამუკა ხვედელიანის საქმეზე დღეს ბრალდებულები დაკითხეს. გაიმართა. დღეს ბრალდებულები დაკითხეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ჰყვებიან ხვედელიანის საქმეზე მოწმეები
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში მტკიცებულებებს იკვლევენ
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული