FM97.5 / LIVE

ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.02.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის მოადგილედ, სამეცნიერო დარგში, ყოფილი რექტორი, მერაბ ბერიძე დაინიშნა. რექტორის არჩევნებამდე ეს პოზიცია მაკა ბერიძეს ეკავა.

ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სამეცნიერო დარგში მოადგილედ უნვიერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე ცხრა თებერვალს დანიშნა. ამის შესახებ მაკა ბერიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტში“ განაცხადა.

„მერაბ ბერიძე დღეს გახდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით. აქ არავის დაუსვამს კითხვა რატომ. ვფიქრობ, ეს ლოგიკური გაგრძელება და იმ რესურსის გამოყენებაა, რომელიც აქვს მერაბ ბერიძეს სამეცნიერო კუთხით“, – განაცახდა მაკა ბერიძემ.

შეკითხვაზე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაამყარებს თუ არა პროფესორებში გაჩნილ ეჭვსა და მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მაკა ბერიძე მერაბ ბერიძის კადრი იყო, გვპასუხობს: „თუ მე ვერ გადავდგამ ვერცერთ ნაბიჯს, როგორც დამოუკიდებელი მმართველი, თუ არ მექნება კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკა უნივერსიტეტის განვითარების, თუ აუხლოეს პერიოდში ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ იქნება მაჩვენებელი იმის, რომ ეს უნივერსიტეტის განვითარებას ემსახურება, მხოლოდ მაშინ შეიძლება დადასტურდეს რაიმე მოსაზრება“.

მაკა ბერიძის თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის მერაბ ბერიძის კადრია, შესაძლოა გაჩნდა იმის გამო, რომ არჩევნების შემდეგ მერაბ ბერიძემ საკუთარი მხარდაჭერა მაკა ბერიძის მიმართ ღიად დააფიქსირა: „ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, ბევრად უფრო უცნაური ის იქნებოდა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო. მე სამცხე–ჯავახეთის უნვიერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ჯერ როგორც სტუდენტსა და პროფესორს, შემდეგ კი როგორც კოლეგებს“.

შეგახსენებთ რომ 31 იანვარს მაკა ბერიძე რვაკაციანმა აკადემიურმა საბჭომ, რომლის თავმჯდომარეც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბერიძე იყო, ხუთი ხმით აირჩია. არჩევნების დასრულების შემდეგ კი შედეგების გამოცხადებისას სხდომა ერთ–ერთმა პროფესორმა თინა გელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ის ირწმუნებოდა, რომ მაკა ბერიძე მერაბ ბერიძის კადრი იყო, მერაბ ბერიძემ საბჭოს წევრებზე გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც არჩევნებში გამარჯვებული სწორედ მაკა ბერიძე გახდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
კვირის აქცენტი: რის შეცვლას გეგმავს უნივერსიტეტის ახალი რექტორი [Video]
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა