FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.12.2017
დღეს, 13 დეკემბერს, ახალციხეში, ახალრეაბილიტირებული პირველი სკოლა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს, ამერიკის საელჩოს, საქართველოს განათლების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ასევე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

"როგორც ელჩისათვის, ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია, როდესაც ასეთ ცერემონიებში ვიღებ მონაწილეობას, რადგანაც ეს ეხება საქართველოს მომავალს. ამერიკის დახმარებით უკვე 30 სკოლა გარემონტდა და აღიჭურვა. კიდევ გეგმაშია 65 სკოლის რეაბილიტაცია. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელმა.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

„მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ახალციხის ორ საჯარო სკოლაში დასრულდა რეაბილიტაცია და მოსწავლეებს აქვს საშუალება ისწავლონ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სკოლებში“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით, ახალ სკოლაში ახალი სწავლა–სწავლების მეთოდები დაინერგება: „სასიხარულო მოვლენაა. ორწლიანი ლოდინის შემდეგ მოსწავლეები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას. ვაპირებთ წარმატებები გავაორმაგოთ“.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის რემონტი 2016 წლის დასაწყისში დაიწყო. რეაბილიტაცია, რომელიც ცხრა თვეში უნდა დასრულებულიყო, ორ წელსა და ორ თვეს გაგრძელდა. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა სახურავი, აღიჭურვა ახალი ლაბორატორიებით და სხვადასხვა საჭირო ინვენტარით.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზებზეც ისაუბა: „დაიწყო ერთმა სამშენებლო კომპანიამ (ინტერპლიუსი. ს.კ), რომელიც ჩვენ შევცვალეთ, რადგან არაადეკვატური იყო მისი შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ავიყვანეთ ახალი კომპანია, რომელმაც წარმატებით დაასრულა და ჩააბარა სკოლა. შესაბამისად, სარეაბილიტაციო პერიოდი 4 800 კვადრატული მეტრისა უფრო ხანგრძლივი გახდა“.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

რა თანხა დაიხარჯა სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდში არ დაუკონკრეტებიათ. უწყების განმარტებით, ერთი სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხა საშუალოდ 350 000 აშშ დოლარიდან, 1 000 000 დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია სკოლის ფართის სიდიდეზე.

2015 წლიდან დღემდე სამცხე–ჯავახეთში ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ექვსი სკოლის რეაბილიტაცია დააფინანსა: ახალციხის პირველი, ვალის პირველი, კარტიკამის, განძის, ნინოწმინდის და სათხის საჯარო სკოლები. ამით ფონდმა რეგიონში სკოლრების რეაბილიტაციის კუთხით მუშაობა დაასრულა.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

„მომავალ წელს დასავლეთ საქართველოში დავიწყებთ რეაბილიტაციას“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 940 მოსწავლე ირიცხება. ორწლიანი რეაბილიტაციის პერიოდში სკოლა 100–მდე მოსწავლემ დატოვა. სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ მოსწავლეები ისევ პირველ სკოლას დაუბრუნდებიან.

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ