FM97.5 / LIVE

სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

მთავარისიახლე, განათლება 19.04.2018
ახალქალაქში, სოფელ კარტიკამში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

განახლებული სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებას ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ კარტიკამის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის სამსართულიან შენობას, მოწესრიგდა საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზები, ასევე, გათბობისა და წყალსაკანალიზაციო სისტემები. სკოლა აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და შესაბამისი სასკოლო ინვენტარით.

ათასწლეულის განვითარების ფონდის მიერ ამ ეტაპისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ექვსი საჯარო სკოლაა გარემონტებული.

ფონდის მიერ ჯამში, 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მოწესრიგდა 70 000 კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე, პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. შედეგად სასწავლო გარემო, დამატებით 13 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
ვალეში პირველ სკოლაში სწავლა ახალგარემონტებულ შენობაში დაიწყეს
ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა
2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
54 მილიონი დოლარი სკოლების განახლებისთვის