FM97.5 / LIVE

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება

მთავარიეკონომიკა 09.12.2015
ახალცხის პირველი საჯარო სკოლა უკვე დაცალეს და მისი რეაბილიტაცია უახლოს დღეებში დაიწყება. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ინტერ პლიუსი“ განახორციელებს.

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით, შენობა ავეჯისგან უკვე დაცლილია: "სარემონტო სამუშაოები ექვს თვეს გაგრძელდება. მომავალი წლის სექტემბერში ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ სკოლაში შევხვდებით".

შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 19 ნოემბერს მოეწერა ხელი.

პირველის სკოლის 950 მოსწავლე დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლის. მათთვის გაკვეთილები 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება.

„ბავშვები მეექვსე და მესამე სკოლაში გადავანაწილეთ. ორშაბათიდან პირველ სკოლაში აღარ მოვლენ. დაწყებითი კლასები მეექვსე სკოლაში ისწავლიან, დანარჩენები კი მესამე სკოლაში“, – ამბობს ჟუჟნა გოგოლაური.

რამდენი დაიხარჯება პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის უცნობია. ერთთვიანი მცდელობის მიუხედავად „სამხრეთის კარიბჭემ“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორისგან გიორგი კოპალეიშვილისგან პასუხი ვერ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პირველი სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა.

სკოლის ადმინისტრაციამ შენობის დაცლა 5 აგვისტოს დაიწყო და დაცალა კიდეც, თუმცა ტენდერის ჩაშლის გამო, ინვენტარის უკან შეტანა მოუხდა.

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლის პროექტში ცვლილებების შეტანა უხდებათ
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან
ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ